LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასაც შეიძლება ბოლომდე არ ვამბობდით, ამაზე ივანიშვილმა კიდევ უფრო ღიად ისაუბრა – მამუკა მდინარაძე

118

„ცხარე დისკუსია, რომელმაც საჯარო სივრცეში გადაინაცვლა, იყო პრობლემა, არასდროს დაგვიმალავს, რასაც ჩვენ შეიძლება ბოლომდე კიდევ არ ვამბობდით ამაზე, ბატონმა ბიძინამ კიდევ უფრო ღიად ისაუბრა,“- ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მმართველი პარტიის ყრილობაზე ახალი ხელმძღვანელის გამოსვლას მდინარაძე  ადეკვატურ გამოსვლად აფასებს და ამბობს, რომ ივანიშვილის ხელმძღვანელობით და პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობით ახალი პოლიტიკური რეალობა იქნება, რაც მმართველ პარტიას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„ძალიან ადეკვატური გამოსვლა და სიტყვა დღევანდელ გამოწვევებთან მიმართებაში, ისაუბრა სიღარიბეზე, ისაუბრა იმ დაპირისპირებაზე, რომელიც უმრავლესობის შიგნით იყო, მამ ზედმეტი საუბარი გარეშე მიანიშნა იმ პრობლემებზე, რაც ცხარე დისკუსიის გაღრმავებამ შეიძლება გამოიწვიოს,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ  საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატურა ზაფხულში დასახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები