LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილის კალიფორნიაში გადაღებული კლიპის პრემიერაზე მთელი ქართული შოუბიზნესი შეიკრიბა

161

რატი დურგლიშვილის ამერიკაში, კერძოდ კი, კალიფორნიაში, უცხოური ჯგუფის მიერ გადაღებული კლიპის პრემიერა „ფუნიკულიორის“ რესტორანში გაიმართა. მომღერლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შოუბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელს იხილავდით: ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი, თაკო გაჩეჩილაძე, სალომე ბაკურაძე, ვერიკო ტურაშვილი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, რეპერი ძვალი, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნინა წკრიალაშვილი, მარიტა როხვაძე, ნიკა გრიგოლია და სხვანი მეგობრის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

რატი ძალიან ნერვიულობდა, ჟურნალისტებს წინასწარ გვითხრა იმის შესახებ, რომ ძალიან აინტერესებდა, როგორ მიიღებდა შეკრებილი საზოგადოება მის ახალ ნამუშევარს. „Crazy“, ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან ხარისხიანი გამოვიდა, როგორც სიმღერა, ასევე მასზე გადაღებული კლიპიც ყველამ ერთხმად მოიწონა, რატიმ ამ ნამუშევრისთვის ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა. ეკრანზე ასევე ვიხილეთ ვიდეოს გადაღების დეტალები, ე.წ. „ბექსთეიჯის“ კადრები.

კლიპის პრემიერის შემდეგ დავინტერესდით შოუბიზნესის წევრთა მოსაზრებებით.

ძვალი, რეპერი:

ძალიან მომეწონა ის, რომ ჩემი მეგობარი იყო ამერიკაში და კლიპი იქ გადაიღო, მეც მინდა ძალიან (იღიმის). სერიოზულად თუ ვიტყვით, სიმღერაც კარგია, ვიდეოც და ამერიკაც, რა თქმა უნდა…

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

მე ძალიან სუბიექტური ვიქნები და რატიმ რა უნდა ცუდი გააკეთოს, მაინც ყველაფერი მომეწონა, რადგან ჩვენ, პირველ რიგში, მეგობრები ვართ, ამიტომ მიჭირს ობიექტური შეფასების თქმა.

ვერიკო ტურაშვილი:

მეც ვარ ხოლმე სუბიექტური რატის შემთხვევაში, მაგრამ თუკი შორიდან შევხედავთ, ძალიან მომწონს მისი ახალი ნამუშევარი. ვფიქრობ, რომ სიმღერა ჰიტია და კლიპიც არაჩვეულებრივია. ეს ვიდეორგოლი არ არის ჩვეულებრივი ნამუშევარი და ვფიქრობ, ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, როგორც ჩაფიქრებულია, მის ფარგლებს გარეთ…

დათუნა მგელაძე:

რა უნდა ვთქვა? ბოლო ხმაზე ვყვიროდი, რადგან რა ვქნა, ეტყობა, რომ ძალია მაგარი ხარისხისაა. არ მინდა, ვინმეს ეწყინოს. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს რატი. მეორე კლიპიც მაქვს ნანახი და ის კიდევ უკეთესია, უფრო მეტი ფერი აქვს. რატის ვულოცავ. აქვე აღვნიშნავ, რომ მეორე კლიპში უფრო მაგარი გოგო თამაშობს (იღიმის). მიხარია, რომ რატი არ ჩერდება და წინ და წინ მიდის კარიერული თვალსაზრისით.

ბახვა ბრეგვაძე:

ძალიან მომეწონა, ეტყობოდა ხარისხი და შრომა, რაც გადამღებმა ჯგუფმა მასში ჩადო. იმედი მაქვს, რატი ისეთივე საყავრელი გახდება საზღვრებს გარეთ, როგორც საქართველოშია.

თეონა თავართქილაძე:

მომეწონა ძალიან ფერები, ლამაზი კადრებია კლიპში, იგრძნობა ხარისხი, თავად სიმღერაც ძალიან სასიამოვნოა.

ნინა წკრიალაშვილი:

რატი ჩემი კოლეგებიდან განსაკუთრებულად მიყვარს. ნიჭიერი ადამიანია, ხელოვანია, კარგი მუსიკოსი და მომღერალია. მთავარი ისაა, რომ თავაად წერს, რაც მომღერლისთვის დიდი პლუსია. ასეთი კლიპი რომ მქონდეს, ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ მე სიმღერა ბევრად მომწონს. რაც შეეხება გოგონას, ბიჭი ჯობია. ამას წინათ ჩემი და კესარიას ფოტო იყო ერთობლივი სადღაც გამოქვეყნებული და იქაც ეწერა, ბიჭი ჯობიაო (იცინის).

ნინო ძოწენიძე:

რატი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მას ყველაფერი უხდება, მშრომელი და გემოვნებიანი ადამიანია. მომეწონა გოგოც, სიმღერაც, კლიპიც, არანჟირებაც, მოკლედ, ყველაფერი. ქართველ მსმენელს რა მოეწონება, ამას ვერ გაიგებ, რადგან აქ არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. რატიმ ამ შემთხვევაში იფიქრა ხარისხზე და არა სიმღერის გაჰიტებაზე, თუმცა ის შეიძლება გაჰიტდეს აქ არა, მაგრამ საზღვარგარეთ, რაც მისთვის უკეთესი იქნება…

ნინო ჩხეიძე:

ძალიან მომეწონა. რატი იმდენად მიყვარს, რომ შესაძლოა, სუბიექტური ვყოფილიყავი, მაგრამმ ვაფასებ ობიექტურად, რადგან ასეთი ხარისხის კლიპი ქართველებს შორის არავის აქვს. ეს ჩვენთვისაც ერთგვარი გამოწვევაა, რომ ასეთი მივარდნილები და ჩასამარებულები არ ვიყოთ. როგორც რატიმ თქვა, ორ თვეში კიდევ ერთი კლიპის პრემიერაზე გვეპატიჟება, სადაც აუცილებლად მოვალ; (იღიმის).

საღამოს ბოლოს რატი დურგლიშვილს ვკითხეთ შთაბეჭდილებებისა და ემოციების შესახე.

რატი:

სიგიჟდემდე მიყვარს ყველა, რადგან უდიდესი სიხარული და სითბო დავინახე. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც უძვირფასესი დრო გამოყო და დამაფასა მოსვლით. კომპეტენტური ადამიანები ისხდნენ და მათი შეფასება მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

ორ თვეში ლოს-ანჯელესში გადაღებულ კლიპს წარგიდგენთ. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. კლიპი არსადაც რომ არ გავიდეს, უკვე ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ის ორშაბათიდან, სავარაუდოდ, „ვევოზე“ დაიდება, შემდეგ კი რამდენიმე უცხოური ტელევიზიის მაყურებელი იხილავს…

ნინო მურღულია

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები