LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილის მანქანას ცეცხლი მოეკიდა – რა მდგომარეობაშია მომღერალი

105

მცირე ხნის წინ გაგარინისკენ ასასვლელი გზა პატრულმა გადაკეტა. მიზეზი რატი დურგლიშვილის მანქანა აღმოჩნდა, რომელიც უეცრად აალდა, როდესაც მომღერალი ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა. მან მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო და პატრულიც დროულად მივიდა, სახანძროსთან  ერთად.

რატი დურგლიშვილი:

მთელი თბილისი მირეკავს. შოკში ვარ. არ ვიცი, რა არის მიზეზი, მანქანა ძველია და ეტყობა, ტექნიკური პრობლემა იყო. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი მიზეზი.

მანქანით ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი, როდესაც უეცრად მისი წინა ნაწილი აალდა და ცეცხლი მოეკიდა. სასწრაფოდ გავაჩერე და გადმოვხტი მანქანიდან. ადამიანები ძალიან დამეხმარნენ. პატრული ზუსტად ორ წუთში მოვიდა, გადაკეტეს ქუჩა, გამოიძახეს სახანძრო ბრიგადა და ცეცხლი მათ ჩააქრეს… კიდევ კარგი, არავინ დაშავდა…

რატი, როგორ ხარ თავად?

მე არაფერი დამიშავდა, საბედნიეროდ, ღმერთის წყალობით გადავრჩი და სხვაც არავინ დაშავებულა. მანქანა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ასეთი საშინელება მხოლოდ კინოში მინახავს. წინა ნაწილი სრულიად დამწვარია.

ნინო მურღულია

ექსკლუზიური ფოტო შემთხვევის ადგილიდან

12674095_939524692782363_204154174_n

12650278_939524476115718_1474425010_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები