LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილის საოცარი ევროტური, რომელიც ტრადიციად იქცა (ფოტო)

191

რატი დურგიშვილი უკვე მეორე წელია, გემით ევროტურს იწყობს და ძალიან კმაყოფილია შედეგით. მომღერალი მარტო მოგზაურობას ამჯობინებს, თუმცა, როგორც სიცილით გვითხრა, 8-დღიანი კრუიზის განმავლობაში მთელი გემი გაიცნო და ახალი მეგობრები შეიძინა. რატი ახლა პორტუგალიაში, კრუიზი დასრულდა, მაგრამ ვინაიდან მომღერალს, როგორც თავად გვითხრა, წანწალი ძალიან უყვარს, ზაფხულში არაერთი ახალი ადგილის მონახულებას გეგმავს.

რატი დურგლიშვილი:

მეორე წელია, კრუიზს ვირჩევ გემით. ეს გემი ძალიან დიდია. ასე მოგზაურობა ერთგვარ ტრადიციად დავამკვიდრე. 5-6- ქალაქი შედიოდა, მაგრამ გემზე ისეთი სიტუაცია იყო, ნახევრად ქალაქები არც მინახავს (იცინის). ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

დავიწყე ბარსელონით და დავასრულე ამავე ქალაქით, სადაც სამი დღე გავჩერდი. ერთ-ერთი საოცარი ქალაქია, სადაც ნებისმიერ გემოვნების ადამიანი საკუთარ სურვილებს დაიკმაყოფილებს.

ახლა პორტუგალიაში გადმოვედი, სადაც რამდენიმე ქალაქის ნახვა მაქვს დაგეგმილი, სავარაუდოდ, მანქანით ვიმოგზაურებ.

მაგრამ გემით შოკში ვარ. ფაქტობრივად, 7-ვარსკვლავიანი სასტუმროა, ისეთი პირობები, კვება და გართობაა.

უკან როდის ბრუნდები?

არ ვიცი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი ჯერ არ ამიღია. ძალიან მიყვარს წანწალი. ზაფხული ჯერ არ დასრულებულა და უამრავი ადგილის მონახულებას ვაპირებ (იღიმის).

როგორ დასვენებას ანიჭებ უპირატესობას?

აი, ასეთს, როგორიც ახლა მაქვს. მიყვარს მარტო მოგზაურობა. ჯერ ერთი, ახალ ადამიანებს იცნობ, მერე – რასაც გინდა, იმას აკეთებ, გინდა კლუბში წახვალ, გინდა – პარკში მეგობრებთან ერთად. ძირითადად პრობლემაა ის, რომ ვიღაცას სიწყნარეში უნდა ყოფნა, ვიღაცას კლუბში და საერთო აზრი არ არის ხოლმე, ზოგს ეძინება, ასე რომ, ჯობს მარტო მოგზაურობა, ახალ მეგობრებთან არანაირი ვალდებულება არ გაქვს, ხვდები, როცა ამის სურვილი გაქვს და ხარ ბედნიერი (იღიმის). გემზე 60% ჩემი ტოლები იყვნენ და ამიტომ ძალიან კარგი დრო ვატარე.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები