LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი გაჩეჩილაძეს ნიკა გვარამიას ცემის გამო 3 100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

664

ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, ის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლავრენტი მაღლაკელიძემ ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემაში დამნაშავედ სცნო.

გაჩეჩილაძეს შეფარდებული ჯარიმიდან 100 ლარი, პატიმრობაში გატარებული პერიოდის სანაცვლოდ ჩამოაკლდა და საბოლოოდ მას 3 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ტელეკომპანია ”რუთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ფიზიკურად 7 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გაუსწორდნენ. ინციდენტიდან რამდენიმე საათში რატი გაჩეჩილაძე პოლიციას თავად ჩაბარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები