LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატიანის საქმეზე საზმაუს ეთიკის ნორმების დარღვევა არ დაუდგინდა, თუმცა, ვიდეო პლატფორმიდან წაიშლება

89

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ პირველ არხს, ზვიად რატიანის დაკავებისას შსს-ს  ვიდეოს გავრცელების გამო,  ეთიკური გადაცდომები  არ დაუდგინა.

ბორდი სამი ტიპის დარღვევას იკვლევდა. ეს იყო, სიძულვილის გაღვივება,  სიზუსტის დარღვევა  და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა .

ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ამ სამი დარღვევის დადგენას სამეურვეო საბჭოს მხოლოდ ორმა წევრმა – ქეთი მსხილაძემ და ირინა ფუტკარაძემ მისცა ხმა.

“ ოპერატიულობამ პროფესიული ეთიკა არ უნდა გადაწონოს. წამყვანის ტექსტი და კადრებიც არ ეწყობოდა ერთმანეთს. ეს კადრები აძლიერებდა ზვიად რატიანის შესახებ უარყოფით აზრს და მისი ადვოკატის კომენტარსაც აზრი ეკარგებოდა.  სიუჟეტი შესწავლილი მაქვს დეტალურად და მიმაჩნია, რომ დარღვეული იყო ჯეროვანი სიზუსტე,” – ამბობს ქეთი მსხილაძე.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობს დარღვევას, მარინა მუსხელიშვილი მიიჩნევს, რომ ზვიად რატიანის პირადი ცხოვრება დაარღვია შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ეს ვიდეო გაასაჯაროვა და სასამართლომ, რომელმაც სხდომა არ დახურა.

მუსხელიშვილს პრეტენზია აქვს რატიანის ადვოკატთანაც და ამბობს, რომ მას უნდა მოეთხოვა პროცესის მედიისთვის დახურვა.

ქეთი მსხილაძე და ირინა ფუტკარაძე კი მიიჩნევენ, რომ “საზოგადოებრიცი მაუწყებელი” თვითონ უნდა იცავდეს ეთიკის ნორმებს და იყოს მაგალითი.

მიუხედავდა იმისა , რომ 5 თებერვალს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თვითრეგულირების საბჭომ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის სადავო ჩანაწერის გავრცელებით პირველ არხს არ დაურღვევია ეთიკური ნორმები, მაინც  დააკმაყოფილა ზვიად რატიანის მხარის ორი მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა ყველა პლატფორმიდან ვიდეოს წაშლასა და სამომავლოდ არგამოყენებას.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ს ვიდეო საკუთარი პლატფორმიდან წაშალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები