LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აქრობენ შუქს თვითმფრინავში დაშვებისას

66

ოდესმე გიფიქრიათ, რატომ ქრება შუქი თვითმფრინავში დაჯდომისას? მგზავრების ნაწილის აზრით, ამ გზით ცდილობენ, მათ წიგნის კითხვის საშუალება აღარ მისცენ და მგზავრების ყურადღება უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მიმართონ.

შუქის ჩაქრობის „საიდუმლოს“ ფარდა საბოლოოდ მფრინავმა ახადა და აღმოჩნდა, რომ ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ზომაა, ვიდრე მგზავრებისთვის წიგნის კითხვაში ხელის შეშლა.

მფრინავმა კრის კუკმა ჟურნალ Travel + Leisure-თან განაცხადა, რომ შუქის ჩაქრობა არის გამაფრთხილებელი ღონისძიება, რომ მგზავრები სიბნელეს შეეჩვიონ იმ შემთხვევაში, თუ რამე უბედური შემთხვევა ან ავარიული სიტუაცია შეიქნება და სასწრაფო ევაკუაციის საშიშროება დადგება.

„წარმოიდგინეთ, როდესაც მგზავრი განათებულ სალონში ზის და უცებ ვიღაც თიშავს სინათლეს და ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დატოვოთ ადგილი,“ – განმარტავს კუკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები