LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აქვს დე ნიროს შვილს აუტიზმი – ”ვაქცინაციის შესახებ სიმართლეს არ ამბობენ”

612

ჰოლივუდელი მსახიობი, რობერტ დე ნირო გამოჩნდება ვაქცინაციის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში Vaxxed: From Cover-up To Catastrophe, რომელსაც ნიო-იორკში ტრაიბეკის კინოფესტივალზე აჩვენებენ.

კინოფესტივალის 72 წლის თანადამფუძნებლის რობერტ დე ნიროს შვილს, ელიოტს აუტიზმი აქვს. მსახიობის თქმით, ფილმი მეცნიერებთან ერთად ნახა და მათ პრეტენზია არ გამოუხატავთ.

”მე მყავს აუტისტი შვილი და მიმაჩნია, რომ მშობლებმა უნდა იცოდნენ აუტიზმის გამომწვევი ყველა მიზეზი. საკითხი უნდა იყოს ღია განსჯის საგანი. ფესტივალის არსებობის 15 წლის მანძილზე არ დამიშვია ცენზურა ფილმების ჩვენებისას, ამასთან, ეს თემა ჩემთვის ძალიან მწვავე და პირადი ტკივილია. მინდა ყველამ იცოდეთ – მე არ ვარ ვაქცინაციის წინააღმდეგი, უბრალოდ მინდა, ამ თემაზე ყველამ საკუთარი აზრი გამოთქვას,” – აღნიშნა დე ნირომ.

ფილმში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ს ხელისუფლება ვაქცინაციის შედეგების შესახებ სიმართლეს მალავენ, კონკრეტულად კი – კავშირს აუტიზმთან.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობის შვილი აუტისტია, ყველასთვის სენსაციური აღმოჩნდა, რადგან ჰოლივუდის ვარსკვლავის პირადი ცხოვრება ყველასგან გასაიდუმლოებულია. შესაბამისად, ელიოტის პრობლემის შესახებაც არავინ იცოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები