LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ამბობთ, ბუკიკიოს განაცხადებით რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს პირდაპირ არ ირჩევენ – ზაზა ხუციშვილი

103

“თქვენ განაცხადეთ ის წუხილი, რომელსაც ვეთანხმებით, რაც განაცხადა “ვენეციის კომისიამ”, მაგრამ რატომ არ აცხადებთ, ბატონმა ბუკუკიომ განაცხადა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით, როგორც წესი, არ ირჩევენ,” – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა,ზაზა ხუციშვილმა, პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანს, ანა დოლიძეს, პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

ზაზა ხუციშვილის შეკითხვები ასევე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და პრეზიდენტის არჩევის წესს ეხებოდა.

“იმ დეპუტატებს შორის ვიყავი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლას უჭერდა მხარს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მაინტერესებს თქვენი ლოგიკა, ვნახე თქვენი სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც დამოუკიდებელ კანდიდატს ეხმარებოდით ხმების შეგროვებაში, მხარდამჭერების და განაცხადეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არაპარტიულმა ადამიანმა კენჭი იყაროს ქალაქის მერის პოსტზე.

“არ ვიცი, იცით თუ არა, მე არ გახლვართ პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” წევრი, დაირღვევა თუ არა ჩემი უფლება, მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმის და პროპორციულზე გადასვლის დროს, რადგან ამ შემთხვევაში აღარ მექნება საშუალება, ვიყო პარლამენტში არჩეული ისე, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ გავხდე.

“როცა თქვენ საუბრობთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტის პირდაპირ არჩევას მხარს უჭერს, აქაც დაგეთანხმებით, მაგრამ იცით თუ არა, რომ ასევე ძალიან დიდი ნაწილი უჭერს მხარს შერეულ სისტემაზე დარჩენას, ანუ მაჟორიტარების დატოვებას,” – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

პოპულალურები