LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ფიქრობთ, რომ შეხვედრები იყო აფხაზებთან და ოსებთან – გიორგი ლომია

117

“ჩვენ იქ ჩავდივართ იმისთვის, რომ აფხაზეთის და ოსეთის თემა წამოვწიოთ. იფიქრეთ სულ სხვა მასშტაბებით. შეხვედრები იყო, რატომ არ ფიქრობთ, რომ შეხვედრები იყო აფხაზებთან და ოსებთან,” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა, გიორგი ლომიამ,  მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ვის შეხვდნენ და დეტალურად რაზე ისაუბრეს, განცხადება ამაზე 9 ოქტომბერს გაკეთდება.

“ჩვენ ახალი ინიციატივით შევალთ, რომ ვინც ხელს შეუშლის აფხაზეთს და ოსეთს დაბრუნებაში, ყველა გამოცხადდეს, როგორც მოღალატე და ყველაზე სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული. ჩვენ დაბრუნებაზე ვსაუბრობთ. ჯოჯოხეთში რომ იყოს ჩასასვლელი, უნდა ჩახვიდე, თუ მართლა გინდა რაღაც შედეგი გამოიღოს შეხვედრამ,“ – განაცხადა გიორგი ლომიამ.

აეროპორტში “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დახვდნენ და მოსკოვში შემდგარი შეხვედრის გამო უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს.