LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ გააპროტესტეს ლუგარის ლაბორატორიის წინ 300 ხის გაჩეხვა

15

პაატა იმნაძე ლუგარის ლაბორატორიასთან 300 ხის გაჩეხვას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ ხმა არცერთ ბუნების დამცველს ამოუღია.

„არ ვიცი როგორ ვთქვა, არასოდეს პოლიტიკასთან ასოცირებულ თემებს არ ვეხმაურები, ეს სუფთა პროფესიულია, არ შეიძლება ეპიდემიური გართულებებისას ვიღაცას შენი არ ჯეროდეს, იმიტომ რომ პოლიტიკურად “სხვისიანი” ეგონები, მაგრამ 3 ხის გადარგვა რომ პრობლემა გახდა, 300 ხის გაჩეხვა ლუგარის ლაბორატორიის წინ (აეროპორტის გახრიოკებულ გზასთან) რამდენიმე საათში, იმიტომ რომ კარგი შენობა ტრასიდან არ ჩანსო, რასაც ფაქტიურად ჩემი ჩამოცილებაც მოყვა მაშინ ამ ლაბორატორიიდან (ღიად განვაცხადე ამერიკელ პარტნიორებთან ამ უგუნურებას მე როგორ გავაკეთებდი მეთქი), არავითარი გამოხმაურება არც ერთი “ბუნების დამცველისგან” რომ არ მოყოლია? უნდა მჯეროდეს ახლა ამ ბუნების დამცველების?“ – წერს იმნაძე „ფეისბუქზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები