LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ იღებს მერია თბილისის გენ. გეგმას?

123

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებას აქვეყნებს.

დოკუმენტი არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მასში ასახულია ის შენიშვნები, რომელიც თბილისის მერიას და შესაბამის სამსახურს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით აქვს.

შენიშვნები შეეხება ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას.

მერია დაუშვებლად მიიჩნევს რკინიგზის გაუქმებას და ამბობს, რომ ამ საკითხზე შესაბამისი და საჭირო კვლევები არ ჩატარებულა.

თემატურ ნაწილში ასევე ნათქვამია, რომ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ზონირება მოსაყვანია წარმოდგენილ კონცეფციასთან შესაბამისობაში;

ასევე საველოსიპედო გზების კონცეფცია არ ასახავს თბილისის მთლიან ველო ქსელს.

ვრცლად იხილეთ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები