LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ მიიღო ავსტრიის საავადმყოფომ თემირლან მაჩალიკაშვილი

29

ავსტრიული მედია თემირლან მაჩალიკაშვილის ავტრიაში შესაძლო მკურნალობას ეხმიანება.

ავსტრიულ გაზეთის, “კრონენ ცაიტუნგის” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას სურდა აისის-თან კავშირში მყოფი ტერორისტისთვის გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად ის ავსტრიაში გადაეყვანათ, თუმცა ავსტრიის შინაგან საქმეთა სამონისტრომ უსაფრთხოების მიზნით პაციენტის ქვეყანაში დაშვებაზე უარი თქვა.

“ჩვენთვის მეტად სარისკო იყო ისლამური სახელმწიფოს სავარაუდო ტერორისტის ავსტრიაში შემოშვება“ – განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გამოცემა ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით  წერს, რომ 19 წლის საქართველოს მოქალაქე დაკავშირებული იყო ჩეჩენ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან, რომელიც 2016 წელს სტამბოლის აერპორტზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები