LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ მოხდა სკრინინგის პროგრამის სრულად ათვისება?

75

სკრინინგის პროგრამაში სოფლის ექიმები ჩართული არ არიან, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაავადებათა სკრინინგის პროგრამაში (მაგალითად, კიბოს სკრინინგი), სოფლის ექიმი, როგორც პაციენტის გადამისამართების განმახორციელებელი, ჩართული არ არის.

პროგრამაში ჩართულია მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტი საპილოტო რეჟიმში.

”სკრინიგის პროგრამაში წლის ბოლოს აუთვისებელმა თანხამ 486 ათას 200 ლარი შეადგინა. სოფლის ექიმების აქტივობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული თანხის ათვისება და კიბოს სკრინინგით მოცული კონტიგენტის გაზრდა” – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. პროგრამაში დასაქმებულია 1267 ექიმი და 1520 ექთანი. სოფლის ექიმის ანაზღაურება 650 ლარია, ექთნის კი – 455 ლარი.  პროგრამის ბიუჯეტი 19 მლნ ლარია.

აუდიტის მიზანი იყო შეეფასებინა რამდენად უზრუნველყოფდა სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურება პირველადი ჯანდაცვის რგოლის პროდუქტიულობას სოფლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები