LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ქორწინდება გიორგი მახარაძე თავის რჩეულზე – „არ დავინტერესდები ისეთი ადამიანით, რომელსაც ვერ გაურკვევია, რა უნდა…“

474

გიორგი მახარაძე მაყურებელმა სერიალების საშუალებით გაიცნო. ბოლო დროს მისი პოპულარობა ერთი-ორად გაიზარდა, რადგან „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნატრულის ნებიერა ვაჟის, მაქსიმეს როლს ასრულებს, რომელსაც დედა გასაქანს არ აძლევს და კატოსთან ურთიერთობას უკრძალავს.

გიორგის პირადი ცხოვრება აწყობილი აქვს. მისი რჩეული ასევე მსახიობი მარიამ ნადირაძეა, რომელთან ერთადაც მსახობი კარგად გრძნობს თავს. მანამდე გიორგი მომღერალ მარიამ როინიშვილზე გახლდათ დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ელენე ჰყავს. ბავშვი დედასთან იზრდება.

რაც შეეხება გიორგის, მან ჟურნალ „სარკესთან“ საქმესა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

„მე და მარიამი ჯერჯერობით ისევ ისე ვართ, როგორც ვიყავით. როცა ოფიციალური ურთიერთობის დრო დადგება, ამას ვიგრძნობთ. ჯერ ასე ჯობს, უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ“.

სერიალზე საუბრისას, ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოეწონებოდა თუ არა რამდენჯერმე განათხოვარი გოგონა, როგორიც კატო კირვალიძის პერსონაჟია, მსახიობი პასუხობს:

„მთლად 20-ჯერ ან 30-ჯერ გათხოვილი რა უბედურებაა, თორემ განათხოვარზე არ მაქვს ასეთი შეხედულება: „უი, ეს განათხოვარია და ცოლად როგორ მოვიყავნო!.“ 20-ჯერ გათხოვილი ქალი იმიტომ არ არის ჩემთვის საინტერესო, რომ ამდენჯერ თუ ვერ ჩამოყალიბდა, უკვე რაღაც პრობლემა აქვს. არ დავინტერესდები ისეთი ადამიანით, რომელსაც ვერ გაურკვევია, რა უნდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები