LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ არ ქორწინდები“ – ხშირად დასმული კითხვის გამო მამაკაცმა მეზობელი ქალი მოკლა

122

28 წლის ინდონეზიელმა ფაის ნურდინმა 32 წლის მეზობელი ქალი მხოლოდ იმის გამო მოკლა, რომ ის დაოჯახების შესახებ ხშირად კითხვებს უსვამდა. ეჭვმიტანილი ამბობს, რომ ქალი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და სწრაფად დაოჯახებას ურჩევდა. ასევე ხშირადც ეკითხებოდა, როდის აპირებდა ის დაქორწინებას, რამაც მამაკაცი წყობიდან გამოიყვანა:

ჩქარა დაქორწინდი, სხვები ხომ უკვე დაოჯახებულები არიან, რატომ არ ქორწინდები? – ამ სიტყვებმა აღაშფოთა ეჭვმიტანილი“ – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

საზარელი მკვლელობა გარდაცვლილის სახლში მოხდა. ნურდნი მეზობელთან სტუმრად მივიდა, მოგვიანებით კი, საკუთარ საძინებელში გაგუდა. ცნობილია ისიც, რომ 32 წლის აიზია ორსულად იყო. პოლიციის თქმით, დამნაშავემ გარდაცვლილის სახლიდან ფული და სმარტფონი მოიპარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები