LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ შეიძლება ჩვილებისთვის წყლის დალევა?!

6827

წყალი – ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო სასმელია, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის, თუმცა ჩვილებისთვის წყლის მიღება შესაძლოა მეტად სახიფათო ან ფატალურიც კი აღმოჩნდეს!

სპეციალისტები მუდმივად აფრთხილებენ მშობლებს, რომ ექვს თვემდე ჩვილებისთვის წყლის მიღება სასტიკად აკრძალულია.

 

დოქტორ ალან გრინმა The New York Times-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: “სანამ ჩვილი მაგარი საკვების მიღებას დაიწყებს, წყალი, რომელსაც რძე შეიცავს, მისთვის აბსოლუტურად საკმარისია”.

ჩვეულებრივი წყალი ჩვილს მხოლოდ ბერავს, ვერ ამდიდრებს კალორიებით და ხელს უწყობს წონაში დაკლებას (ან წონის არასაკმარისად მომატებას). გარდა ამისა, წყალს სერიოზული და პოტენციალურად მომაკვდინებელი მდგომარეობის – წყლით ინტოქსიკაციის გამოწვევაც შეუძლია.

რას ნიშნავს წყლის ინტოქსიკაცია?

წყლით ინტოქსიკაციის დროს ელექტროლიტები (მაგალითად ნატრიუმი) ჩვილის სისხლში თხელდება. ეს კი თავის მხრივ ამცირებს ორგანიზმის ფუნქციებს, იწვევს სხეულის ტემპერატურის ვარდნას, თავის ტვინის შეშუპებას და კონვულსიებს. სხვა სიმტომებს შორისაა: მუდმივი აგზნებულობა, სახის დასიება და კრუნჩხვები.

რატომ ხდება წყლით ინტოქსიკაცია?

დოქტორ ალან გრინი ამბობს: “წყლით ინტოქსიკაცია განსაკუთრებით სახიფათოა, თუ ბავშვი ფაღარათის დროს ერთდროულად კარგავს წყალს და ელექტროლიტებს. წყლის დანაკარგის ანაზღაურება რძით შეიძლება  და არავითარ შემთხვევაში არ ებრძოლოთ გაუწყლოებას წყლით.

როგორ უნდა მოვიქცეთ სიცხის დროს?

როგორი ცხელი ამინდიც არ უნდა იყოს, ჩვილებს არ ჭირდებათ დამატებითი სითხის მიღება, რადგან ბავშვი რძესთან ერთად ღებულობს მისთვის საჭირო სითხეს.

როდის უნდა მიიღოს ჩვილმა წყალი?

სპეციალისტების უმრავლესობა თვლის, რომ ჩვილმა მანამდე უნდა დალიოს წყალი, სანამ მაგარი საკვების მიღებას დაიწყებს (ანუ 4-6 თვის ასაკში). თუმცა, ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ რძე წყურვილის მოკვლის საუკეთესო საშუალებაა. წყლის რეგულარულად დალევა კი, ბავშვს მხოლოდ ერთი წლის ასაკიდან შეუძლია და არ ღირს მისი ჩანაცვლება სხვადასხვა ტიპის წვენებითა და არომატიზირებული სასმელებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები