LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ უჩივიან მეკო კვირიკაშვილს ავარიაში გარდაცვლილების ოჯახები – „ბოდიში მაინც მოეხადა…“

1021

ივლისში მომხდარ საზარელ ავარიას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი მანქანის საჭესთან ცნობილი მორაგბე მეკო კვირიკაშვილი იჯდა. ამ ამბის შემდეგ მის სარაგბო მოედანზე დაბრუნებას საზოგადოების გარკვეული ნაწილი უარყოფითად გამოეხმაურა, მათ შორის, ცოტნე გამსახურდია, რომელმაც დაწერა, რომ მეკო კვირიკაშვილი ამ ამბავს დაუსჯელი გადაურჩა. მეკოს გარდაცვლილი მეუღლის, ანანო ბუაძის მეგობარმა, ვიქტორია ეზუგბაიამ სოცქსელში საქმის ახალი დეტალების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მძღოლი, რომელის რეალური ბრალეულობა იკვეთება ამ ავარიაში, გამოძიებას უკვე მოძებნილი ჰყავს, ის მიმალული იყო.

რეზონანსული საქმის შესახებ კომენტარს ავარიაში გარდაცვლილი გოგონას, ნუცა კალანდარიას დედა, ქეთი შელეგია აკეთებს:

„მინდა, ვუპასუხო ყველა იმ ადამიანს, ერთი ამბავი რომ ატეხეს გამსახურდიას პოსტთან დაკავშირებით. მე არ მაინტერესებს სხვისი აზრი, საკუთარიც მყოფნის. 1. ის, რომ კვირიკაშვილს არავინ უჩივლა, იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებიც მან დააობლა და არ მინდა, რომ კატოსავით მთლად უპატრონოდ გაიზარდონ, ანუ უდედმამოდ. 2. რაც შეეხება მის უდანაშაულობას, აქ ვერ დაგეთანხმებით, საკმაო ინფორმაცია მაქვს და ჭკუაც მყოფნის იმის მისახვედრად, რომ ის დამნაშავეა. 3. რაც შეეხება რაგბის, მე ვთვლი, რომ ეს მისი სამსახურია და თავისი ოჯახის სარჩენად უნდა დაბრუნებოდა.

დაბოლოს, თუ მას სინდისი აქვს, ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს, ამიტომ მას მე მგონი, ციხე არაფერში სჭირდება, თუ არადა, თვითონ იცის თავისი საქმის, თუმცა დაზარალებულების ოჯახებისთვის ბოდიში მაინც მოეხადა, ეს ჩემი პირადი აზრია და ამ აზრს ვერავის კომენტარი ვერ შემაცვლევინებს!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები