LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ უნდა მოვიხმაროთ სახის საწმენდი სკრაბები

86

ყოველდღიური მოხმარების სახის გასაწმენდი სკრაბი მცირე ზომის პლასტმასის ბურთულებს შეიცავს. ფლაიმაუტის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ სკრაბის თითოჯერ მოხმარებისას გამდინარე წყლებში, ზღვებსა და ოკეანეებში 94,500 პლასტმასის ბურთულას ვუშვებთ.

ასეთ ბურთულებს შეიცავს, ასევე, კბილის პასტები. ისინი იმდენად პატარა ზომისაა, რომ მათი გაფილტვრა საკანალიზაციო სისტემაში არ ხდება და მდინარეებამდე და ზღვებამდე აღწევენ, შემდეგ კი პლასტმასის პატარა ნაწილაკებს ზღვის ბინადრები ჭამენ.

„რთული იქნება სიტყვებით იმის გადმოცემა, როგორი პატარა ზომის არის ეს ბურთულები და სახის ერთხელ დაბანისას რა რაოდენობის პლასტმასის ნაწილებს ვუშვებთ საკანალიზაციო სისტემაში,“ – ამბობს ბიოლოგი, პროფესორი რიჩარდ ტომპსონი The Sunday Timesთან.

მცირე ზომის ბურთულები ზღვის მოწამვლისთვის ყველაზე სწრაფი გზაა. თუ მას ერთხელ მაინც შეჭამს ზღვის ერთი ბინადარი, შემდეგ საკვები ჯაჭვივით მოედება სხვა ცხოველებსაც.

„გრინფისის“ პეტიციაზე, უარი თქვან კოსმეტიკის მწარმოებლებმა პლასტმასის ბირთულების გამოყენებაზე, ხელს 300,000-ზე მეტი ადამიანი აწერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები