LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არასოდეს ეკეთა პრინცესა დაიანას ხელთათმანები

168

„მე არ ვიცავ დაწერილ წესებს, ვმოქმედებ გულის კარნახით. თუმცა ეს ხშირად მიქმნის პრობლემებს,“ – ამის შესახებ ინგლისის პრინცესამ, ლედი დაიანამ 1995 წელს განაცხადა.

2 წლის შემდეგ კი, 36 წლის ასაკში, „ხალხის პრინცესა“ მოკლეს.

 

 

სულ მალე გამოფენაზე გამოიტანენ ლედი დაიანას 25 ყველაზე ცნობილ აქსესუარს. გამოფენის კურატორი ელერი ლინი ამბობს, რომ დაიანა ცდილობდა, მაქსიმალურად გამოეხატა სითბო უბრალო მოქალაქეებთან შეხვედრისას.

პრინცესამ უარი თქვა სამეფო პროტოკოლით გათვალისწინებულ აქსესუარზე  – ხელთათმანებზე, რადგან სურდა, ადამიანებისთვის ხელის ჩამორთმევის დროს არ გაეჩინა ერთგვარი ბარიერი და პირდაპირი კონტაქტი ჰქონოდა მათთან.

დაიანამ უარი თქვა შლაპებზეც, რადგან ხელს უშლიდა ბავშვების ჩახუტებისას.

„როდესაც სტუმრობდა, მაგალითად, საავადმყოფოებს, მას ყოველთვის ეცვა ჭრელი, მხიარული ფერის სამოსი, რომლითაც უფრო მეტ სითბოს ასხივებდა. ასევე, ეკეთა მსხვილი ნაკეთობის სამკაულები, რომ ბავშვებს ეთამაშათ, როდესაც პრინცესას ისინი ხელში ჰყავდა აყვანილი,“ – ამბობს ლინი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები