LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის სალომე ზურაბიშვილი ხისტი ადამიანი – „მშვილდოსნების უტაქტობა ყველას მოეხსენება…“

623

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სალომე ზურაბიშვილის პირადი ჰოროსკოპით დაინტერესდა და გამოარკვია, რისი ბრალია საპრეზიდენტო კანდიდატის სიხისტე. ამ საკითხის აქტუალობა დღეს ზურაბიშვილის მიერ ჟურნალისტების მისამართით გამოთქმულმა კრიტიკამ განაპირობა. შეგახსენებთ, მან ჟურნალისტებს მიმართა, რომ მათ „ცოტა ტვინი გაანძრიონ“.

სოფია ბზეკალა წერს:

„აი, სპორტული ინტერესი გამიჩნდა მენახა სალომე ზურაბიშვილის პირადი ჰოროსკოპი :)) ის მახსოვდა, რომ თევზებია ზოდიაქოს ნიშნით, მაგრამ მისი სიხისტე პირად ჰოროსკოპში ვერძის ზოდიაქოს ნიშნის გავლენა უნდა იყოს-მეთქი, ვფიქრობდი და ასეც აღმოჩნდა :))) მერკური (აზროვნება, საუბრის მანერა) ვერძის ნიშანში აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი საკმაოდ პირდაპირია კომუნიკაციისას. პლუს ამას მის ჰოროსკოპში მერკურის აქვს ასპექტი პლუტონთან და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ადამიანს საკმაოდ მწარე ენა ექნება და სიტყვისთვის “ჯიბეში არ ჩაიყოფს ხელს” :)))))))))))) ყველაფერს კი აგვირგვინებს მთვარის ნიშანი მშვილდოსანში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალბატონი სალომე ისევ და ისევ ძალიან პირდაპირი და სწორხაზოვანი ადამიანია. მშვილდოსნების პირდაპირობის და ზოგჯერ უტაქტობის შესახებ, მგონი, ყველას მოეხსენება :)))))))))))))))))) (პ.ს ვგიჟდები მშვილდოსნებზე, უბრალოდ, დიპლომატია ეს ის თვისებაა, რომელიც ბევრს, რბილად რომ ვთქვათ, აკლია :)))

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებში, გამიჭირდება ზუსტი პროგნოზის გაკეთება რაკი მისი ზუსტი დაბადების საათი არ ვიცი, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ადამიანისთვის უფრო საერთაშორისო პოლიტიკური სარბიელია მისაღები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები