LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აურიეს კორეელებმა მაისურები: მიწისძვრა მექსიკაში და ნივა გოლის გამტანს

85

სეისმოლოგებმა მექსიკაში მიწისძვრა დააფიქსირეს ირვინგ ლოსანოს გოლის შემდეგ.
მექსიკელმა გულშემატკივრებმა ემოციურად აღნიშნეს გერმანიის კარში გატანილი გოლი, რომელმაც აცტეკებს გამარჯვება მოუტანა.
მინიმუმ ორმა მრიცხველმა დააფიქსირა ბიძგები. მექსიკელებს კოლეგებიც დაეთანხმნენ ჩილედან. მეხიკოს ცენტრალურ მოედანზე 75 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
მუნდიალის პირველ მატჩში მექსიკამ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას 1:0 მოუგო.

მექსიკის ნაკრების 39 წლის მცველი რაფაელ მარკესი გერმანიასთან შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა. მარკესი გახდა მესამე ფეხბურთელი ისტორიაში, რომელსაც ხუთ მუნდიალზე უთამაშია. მსგავსი მიღწევა გერმანელ ლოთარ მათეუსს და მარკესის თანამემამულე მეკარე ანტონიო კარბახალს ეკუთვნით.

სამარის ოლქის გუბერნატორმა სერბეთის ნაკრების ფეხბურთელ ალეკსანდრ კოლაროვს „ნივა“ აჩუქა. დმიტრი აზაროვმა თქვა, რომ კოლაროვს ამით სამარა გაახსენდება. ფეხბურთელი კი აპირებს ახალი „ლადა 4×4“-ით რომშიც იაროს. მოგეხსენებათ, კოლაროვი „რომას“ ღირსებას იცავს და სწორედ მისი ერთადერთი ჯარიმიდან გატანილი ულამაზესი გოლით მოუგო სერბეთმა კოსტა რიკას.

 

ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატზე სასტარტო მატჩი პირველად ვერ მოიგო ბოლო 40 წლის განმავლობაში.
ბრაზილიელებმა პირველ თამაშში ვერ აჯობეს შვეიცარიას – 1:1.
1978 წელს ყვითელ-მწვანეებმა შვედეთთან ასევე 1:1 ითამაშეს და მას შემდეგ კი მუდმივად იგებდნენ პირველ მატჩს. ახლა ეს ტრადიცია შეწყდა.

კორეელებმა მაისურებზე ნომრები შეიცვალეს, რათა შვედები დააბნიონ.
სამხრეთ კორეის ნაკრების მწვრთნელი: „ჩვენი ნაკრების ბევრ ფეხბურთელს ოთხი სხვადასხვა ნომერი აქვს. ეს იმიტომ, რომ შვედები დავაბნიოთ. სპეციალურად შევცვალეთ ნომრები მაისურებზე – ევროპელები ვერ არჩევენ კორეელ ფეხბურთელებს სახეზე, ჩვენ ამით ვისარგებლეთ და ნუმერაცია ავრიეთ“.
შვედეთისა და სამხრეთ კორეის შეხვედრა დღეს, 16:00 საათზეა. ვნახოთ, უშველის თუ არა ასეთი ხრიკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები