LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჩააგდეს მოსახლეობა შოკში, რომ თითქოს პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა – ნადირაშვილი

70

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საპარლამენტო უმრავლესობამ და პროკურატურამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომ თითქოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა იყო დაგეგმილი.

ნადირაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძემ, გიორგი კვირიკაშვილმა, თეა წულუკიანმა, მამუკა მდინარაძემ და უმრავლესობის დეპუტატებმა საკუთარი განცხადებებით საზოგადოება დააჯერეს, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა.

”დღეს ჩვენ ვისმენთ პროკურატურიდან უტიფარ განცხადებას, იმის შესახებ, რომ თურმე გამოძიება არა თუ პატრიარქზე, არამედ არც ერთი სასულიერო პირზე თავდასხმას არ ეხება. გასცენ პასუხი კითხვებს, რატომ ჩააგდეს მთელი მოსახლეობა შოკში, რომ თითქოს პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა, რისი გადაფარვა უნდოდათ ამით და რატომ ერევიან უხეშად ეკლესიის საქმიანობაში და დღემდე რატომ არ აქვეყნებენ ჩანაწერებს, რომლის არსებობის თაობაზეც საუბრობენ”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები