LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაასახელა მარგველაშვილმა არჩევნების თარიღად 8 აგვისტო

41

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისი მიზანია, პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა, იცოდნენ, როდის არის არჩევნების დღე და აწარმოონ საარჩევნო კამპანია.

”8 აგვისტოს დასახელება კი გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის თვითონ კომისიებზე და ამის შესაძლებლობა რთულია ამ ეტაპზე ჩვენი ბიუჯეტისთვის, აქედან ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო. იმიტომ დავასახელე ასე ადრე, რომ მინდა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები