LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაიშალა ინტერნეტის ფავორიტი გადაცემის წამყვანების დუეტი

648

ტელეკომპანია ხარისხის არხის გადაცემა “დასაბამიდან სასუფევლამდე”, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტერნეტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კვირაში ერთის ნაცვლად ორჯერ , პარასკევსა და შაბათს გადის. ერთს – დავით (ედიშერ) გიორგობიანი უძღვება, ხოლო მეორეს – გიორგი ასათიანი. დუეტის დაშლა ადვილად შესამჩნევი იყო და სოციალურ ქსელში შეფასებებიც მოჰყვა. მოგვიანებით,არხის  ფეისბუკ-გვერდზე განმარტეს, რომ ერთის ნაცვლად ორი გადაცემის (პირდაპირ ეთერში) მომზადების სურვილი დავით (ედიშერ) გიორგობიანმა გამოთქვა.

“ასე ისურვა დავით (ედიშერ) გიორგობიანმა  და ჩემთვისაც უკეთესია, იმდენი მასალა მაქვს გამოსატანი და გასაანალიზებელი, რომ ასე უფრო მეტს გავაკეთებთ ორივე. მე ზარებს არ მოვერიდები. მოკლედ, გელოდებით პარასკევს და შაბათს”, – ასეთი პასუხი გასცა არხის ფეისბუკ-გვერდმა (გვერდს სავარაუდოდ გიორგი ასათიანი მართავს) ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც მომხდარის მიზეზი აინტერესებდა.

შეგახსენებთ, წამყვანების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე ინტერნეტ სივრცეში არაერთი Coub თუ იუმორისტული ვიდეო შეიქმნა. არხის რეიტინგის გაზრდაზე გადაცემის წამყვანი გიორგი ასათიანიც საუბრობს, ამასთან, აღნიშნავს, რომ გადაცემის საზიანოდ  მუშაობს “ფეიკ ჯგუფი” , რომლის  მიზანი, გადაცემის არსის საკვანძო მიზნის დაკნინებაა, რაც “უფლის დიდებასა და ადამიანთა ცხონების გზის გაკვალვაში” მდგომარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები