LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ “კალთაში ჯდომა” და “მსუბუქი ყოფაქცევა” – ომბუდსმენი სააკაშვილს პასუხობს

71

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია facebook-ის გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის facebook სტატუს ეხმაურება. როგორც ნინო ლომჯარია წერს, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ერთ-ერთი წესიერი, პრინციპული და პროგრესული ახალგაზრდაა.

„რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ “კალთაში ჯდომა” და “მსუბუქი ყოფაქცევა”, როცა ქალებზეა საუბარი? ნათია ერთ ერთი წესიერი, პრინციპული და პროგრესული ახალგაზრდაა, ვისაც ვიცნობ. ამ გამოძიებაში თუ რამე შეეშლება მას ან შსს-ს, პირველი ჩვენ ვიტყვით ამას! არაა საჭირო ეს ბინძური კამპანია ქალების წინააღმდეგ,” – წერს ნინო ლომჯარია.

მიხეილ სააკაშვილმა facebook გვერდზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან დაკავშირებით სტატუსი გააზიარა, რომელსაც მიაწერა:„ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები