LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ელოდება ჩინეთი მოუთმენლად ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან აშშ-ს გასვლას

48

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირველივე სამუშაო დღეს ქვეყანას ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გაიყვანს. ამ დღეს ჩინეთის ხელისუფლება მოუთმენლად ელოდება.

პეკინში უამრავი წლის მანძილზე უსმენდნენ ობამას განცხადებებს, რომ ეს სავაჭრო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს 12 ქვეყანა აწერს, აშშ-ს ლიდერობას აზიაში განამტკიცებდა.

ამ 12 ქვეყანას შორის ჩინეთი არ ყოფილა და პრეზიდენტი ობამა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა. ტრანს – წყნარი ოკეანის პარტნიორობა სწორედ ამერიკაში და არა ჩინეთში ადგენს ვაჭრობის წესებს ოცდამეერთე საუკუნეში, რაც უმნიშვნელოვანესია ძალიან დინამიკურად განვითარებად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის.

_92600557_8f489e73-95c9-487d-8804-2d639eabab3b

 

ყველასთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ საუბარი სულაც არ ეხებოდა მხოლოდ ვაჭრობას. აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ეშ კარტერი აცხადებდა, რომ სავაჭრო ბრუნვის გაზრდას უნდა გაემყარებინა ვაშინგტონისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმნიშვნელოვანესი ქვეყნების ურთიერთობა და აქვე ხაზს უსვამდა აღნიშნული ქვეყნების მნიშვნელობას აშშ-სთვის.

გასაკვირი არ არის, რომ პეკინში „აშშ-ს შემობრუნებას აზიისკენ“ და ტრანს – წყნარი ოკეანის პარტნიორობას მიიჩნევდნენ თეთრი ძაფით შეკერილ გეგმას ჩინეთის მზარდი სიძლიერის შესაჩერებლად. გასულ უქმეებზე ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუამ“ტრანს – წყნარი ოკეანის პარტნიორობა დაახასიათა როგორც ობამას ადმინისტრაციის გეოპოლიტიკური სტრატეგია, რაც საშუალებას მისცემდა აშშ-ს, უპირობო ლიდერი ყოფილიყო რეგიონში.

 

cw3p7qyvqaawgic

 

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპი ამომრჩევლის წინაშეა ანგარიშვალდებული, მოსახლეობა კი გლობალიზაციისა და სხვადასხვა სახის სავაჭრო მოლაპარაკებების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. მათთვის ტრამპის განცხადება, რომ ქვეყანას პირველივე დღეს გამოიყვანს ტრანს – წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან, წინასაარჩევნო დაპირებაა.

თუმცა, არსებობს საერთაშორისო ვალდებულებებიც.

სავაჭრო შეთანხმება, რომლის დარღვევასაც პრეზიდენტი ტრამპი გეგმავს, მისმა წინამორბედმა შეადგინა. ობამას რამდენიმე წელი დასჭირდა, დაერწმუნებინა პარტნიორები, რომ ეს ხელშეკრულება აუცილებელი იყო.

ახლა ჩინეთი ყველანაირად ეცდება, დაანახოს მეზობლებს, როგორ ასრულებენ დანაპირებს პეკინი და ვაშინგტონი.

ავტორი თინათინ კაკიაშვილი