LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გააკრიტიკეს თბილისში გამართული კონცერტის შემდეგ ქეთი მელუა

116

ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის კოლაბორაციამ მსოფლიო მუსიკალურ წრეებში დიდი ყურადღება მიიპყრო. მათ მიერ საქართველოში ჩაწერილ ალბომს – „In Winter“ დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად დიდ ბრიტანეთში, სადაც ის საუკეთესო ალბომების ათეულში მოხვდა.

ტურნეში, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა, ქეთი გორის ქალთა გუნდთან და საკუთარი ბენდის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ჰქონდათ არაერთი გამოსვლა სხვადასხვა პრესტიჟულ ტელეგადაცემაში.

ევროპული ტურნე ქეთი მელუამ საქართველოში დაასრულდა. ოპერისა და ბალეტის თეატრში მან ახალი ალბომი წარმოადგინა, რასაკვირველია, გორის ქალთა გუნდთან ერთად. ბილეთები კონცერტამდე თვენახევრით ადრე უკვე გაყიდული იყო. ქართული პუბლიკა ღონისძიებით აღფრთოვანებული დარჩა, თუმცა დარბაზში მსხდომთაგან იყო რამდენიმე ადამიანი, რომელსაც კრიტიკის სურვილი გაუჩნდა.

მათ შორის გახლდათ ჟურნალისტი დავით ბუხრიკიძე, რომელმაც საკუთარი შთაბეჭდილება „ფეისბუქზე“ დაწერა:

„გუშინ ვიყავი ქეთი მელუას კონცერზე. პრინციპში, უკვე დიდი ხანია გასაგებია და ასევე აიხსნება ქეთი მელუას ვოკალური თუ მუსიკალური პრობლემები… მას აქვს პატარა, შეზღუდული დიაპაზონის, კამერული და ძალიან ლამაზი ხმა…. თუ ისმენთ დაახლოებით 15 -20 წუთის განმავლობაში შესაფერის დროსა და ატმოსფეროში, მართლაც კარგია და ასეთსავე განწყობასაც ქმნის. ხოლო როცა მისი ხმა და მუსიკალური შესაძლებლობები გადადის ოპერისა და ზოგადად, დიდი საკონცერტო დარბაზის მასშტაბში, კონცერტი კი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება – მისი ფაქიზი, „ფაიფურით“ მოპირკეთებული ბალადები თვალსა და ხელს შუა კარგავენ პირველად მომხიბვლელობას და ასევე ფაიფურივით იოლად მსხვერევა თქვენს თვალწინ“.

მის ამ მოსაზრებას, რასაკვირველია, საკმაოდ დიდი მსჯელობა მოჰყვა.

„მე ძალიან მიყვარს ქეთი მელუა. ხშირად ვუსმენ სახლში და მანქანაში. კარგ განწყობას ქმნის, რომანტიკულ-მელანქოლიურს. კონცერტზე არ ვყოფილვარ და ვოკალსაც ვერ განვსჯი. ჰერბერტ გრონემაიერს საერთოდ არ აქვს ხმა, მაგრამ აქვს შინაარსი და ქარიზმა. არავის შევედავები გემოვნებაზე. უსმინეთ იმას, რაც მოგწონთ და პოზიტიურად უყურეთ ცხოვრებას“.

„კი, მელუა ადელი ნამდვილად არ არის თავისი ხმის დიაპაზონით, ისევე, როგორც ადელი არ არის ბიონსე თავისი ხმის ჟღერადობით და ბიონსე მადონა და მადონა ნორა ჯონსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… და რაღა თქმა უნდა, თავად არ აქვს პრეტენზია, რომელიმე მათგანი იყოს ან თუნდაც მიბაძოს, არენებზე და სტადიონებზე მოაწყოს ცეცხლოვანი სანახაობები, ყურთან მიტანილი თითების პრანჭვა-გრეხით აიღოს მაღალი ნოტები, ვენტილიატორის დაბერვით აილივლიოს თმები.

არის ინდივიდუალური და სასიამოვნო ჟღერადობის ლირიკული ხმის და უბრალო მანერით შემსრულებელი, მკვეთრად გამოკვეთილი ხელწერით, მისთვის წერენ სიმღერებს, ჰყავს თავისი ერთგული მსმენელი, აქვს მსოფლიო აღიარება.

მოკლედ, გემოვნების თემაა და არა მელუას ნიჭიერება-უნიჭობისა“.

„მე ვფიქრობ, ბეგრაუნდმაც იმუშავა, გუშინ კონცერტზე ჰყვებოდა, როგორ თამაშობდა სათამაშოების ნაცვლად, აეროპორტში თვითმფრინავებით :))) ყველაფერი ერთად წარსული, გამოცდილება, ტექსტები, მოზომილი ხმა, მაგრამ დიდი იღბალი და კარგი კომუნიკაციის უნარი, სულ ახერხებდა მიუხედავად პრინციპში ერთფეროვანი რეპერტუარისა, ყოფილიყო საინტერესო. მე რამდენიმე სიმღერა მიყვარს და სულ იმათ ვუსმენ :)))))“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები