LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაქრა კონსტიტუციიდან ჩანაწერი სიტყვის თავისუფლების შესახებ?

82

„კონსტიტუციის  პროექტიდან ჩანაწერი სიტყვის შესახებ ამოღებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სიტყვის თავისუფლება დაცული არ არის“, – განცხადება კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  აზრის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციის ახალი რედაქციით, თავის თავში  სიტყვის თავისუფლებასაც გულისხმობს.

„საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია აზრის თავისუფლება. აზრის თავისუფლება გულისხმობს როგორც აზრის ფორმირების, ისე გამოხატვის თავისუფლებასაც. აზრის გამოხატვა ეს არის  სიტყვის თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება,  მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტში  ეს  ტერმინი არ არის გამოყენებული, სრულად იქნება დაცული“.  -განმარტა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ახალციხეში გაიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები