LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გირჩევენ ანალიტიკოსები დოლარის ნაცვლად ევროს შეძენას

94

დოლარი ევროსთან მიმართებში გამყარებას ისევ განაგრძობს, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამის შემდეგ სავარაუდოდ, მოვლენები პირიქით განვითარდება და ევროს გამყარება დაიწყება. ანალიტიკოსი დავით წიქარიძე „ბიზნესკურიერთან“ საუბარში ამბობს,  რომ დოლარის გამყარება საგადახახადო სისტემასთნ დაკავშირებით ტრამპის ახალმა წინადადებებმა განაპირობა. წიქარიძე ამბობს, რომ ამით დოლარის გამყარება დასრულებულია. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, ევროს შეძენა დაიწყონ.

რაც შეეხება ნავთობის ბაზარს, ნავთობი ისევ ძვირდება. ანალიტიკოსის თქმით, ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთ-ერთი მიზეზი ზამთრის სეზონია, მარაგები იზრდება, შესყიდვებიც იზრდება. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ქურთისტანის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ერდოღანმა კი განაცხადა, რომ მას მიწოდების წყაროს გადაუკეტავს, ესეც ზრდის მოთხოვნას ნავთობზე. ამას მესამე მიზეზი ემატება. დავით წიქარიძის თქმით, ოპეკის სხდომაა დაგეგმილი 27-28 ნოემბერს, რაც ასევე თავისებურ გავლენას ახდენს ნავთობის ფასზე, თუმცა ანალიტიკოსები მკვეთრ გაძვირებას უახლოეს მომავალში არ ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები