LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გკბენენ კოღოები უფრო ხშირად თქვენ, ვიდრე თქვენს მეგობრებს

616

ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენ უფრო მეტი კოღო გკბენთ, ვიდრე თქვენს მეგობრებს? ეს შეგრძნება სრულებით რეალურია, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კოღოები საკუთარ მსხვერპლს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით არჩევენ.

მათი ინფორმაციით, კოღოებისთვის ადამიანის სისხლი საკვები არ არის, თავს მხოლოდ მდედრობითი სქესის კოღოები გვესხმიან, რომლებსაც სჭირდებათ ჩვენს სისხლში შემავალი ცილა განაყოფიერებული კვერცხების შესანარჩუნებლად და გასამრავლებლად.

რატომ ხდება ზოგი ადამიანი კოღოების თავდასხმის ობიექტი უფრო ხშირად? ნახეთ, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფაქტორია თქვენი უამრავი ნაკბენის მიზეზი :

 

  1. თუ თქვენ პირველი ჯგუფის სისხლი გაქვთ

პირველი ჯგუფის სისხლი, როგორც აღმოჩნდა, სხვებთან შედარებით ტკბილია. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კოღოები 83%-ით ხშირად ესხმიან თავს.

 

  1. თუ ჭარბი წონა გაქვთ

მეტაბოლიზმის ინტენსიურობა, ან ენერგიის დახარჯვისას გამოყოფილი ნახშიროჟანგის (CO2 ) ოდენობა კოღოებში თქვენს პოპულარობას გაზრდის. როგორც გაირკვა, მწერები CO2-ის საშუალებით  ახდენენ მსხვერპლის იდენტიფიცირებას, რადგან ნახშიროჟანგს 50 მეტრის მოშორებითაც კი გრძნობენ.

ჭარბწონიანი ადამიანები უფრო მეტჯერ ამოისუნთქავენ და შესაბამისად, მეტ ნახშიროჟანგს გამოყოფენ.

 

3.    თუ ორსულად ხართ

აფრიკაში ჩატარებული კვლევის შედეგად, ორსული ქალები ორჯერ მეტად მიმზიდველები არიან კოღოებისთვის, რადგან მეტ ნახშიროჟანგს გამოყოფენ. 2002 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ქალი 21%-ით მეტ ნახშიროჟანგს გამოყოფს, ვიდრე არაორსული, ეს კი კოღოებს შეუმჩნეველი არ რჩებათ.

 

4.  თუ ვარჯიშობთ, ან ფიზიკურად შრომობთ

კოღოებს ძალიან იზიდავს რძის მჟავა, რასაც ადამიანის სხეული გამოიმუშავებს გაოფლიანების დროს. შესაბამისად, სატრენაჟორო დარბაზიდან გამოსვლისას, დიდი შანსია, კოღოების თავდასხმის ობიექტი გახდეთ.

 

5.  თუ ეს-ესაა ლუდი, ან ჭიქა ღვინო მიირთვით

ალკოჰოლის მიღება ზრდის მეტაბოლიზმის ინტენსივობას და სხეულის ტემპერატურას, რაც უმარტივებს კოღოებს თქვენს მოძებნას.

 

6.  თუ წითელი, ან მუქი ფერის სამოსი გაცვიათ.

გარდა სუნისა, კოღოები ფერებსაც აღიქვამენ. თავდასხმის ობიექტი მარტივად ხდება ადამიანი, თუ აცვია წითელი, ანდა მუქი სამოსი – მაგალითად შავი, ან ლურჯი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები