LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გვაბედნიერებს მოგზაურობა: 9 მთავარი მიზეზი

105

რა თქმა უნდა, მოგზაურობა ყველს უყვარს, თუმცა ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რა არის ამ სიყვარულის მიზეზი. გთავაზობთ, ფსიქოლოგების და გამოცდილი მოგზაური-ბლოგერების მოსაზრებას, რომელთაც მოგზაურობის სიყვარულის საკუთარი მიზეზები აქვთ.

 

საკუთარი თავის რწმენა – ნებისმიერი მოგზაურობა კომფორტის ზონის დატოვებას ნიშნავს, რადგან გეგმის იდეალურად შემუშავების შემთხვევაშიც კი, არავინაა დაზღვეული მოულოდნელობებისგან. სხვა ქვეყნის კულტურის და ცხოვრების წესის შესწავლისას, ყოველთვის სწრაფად ვეჩვევით უცნობ გარემოში ორიენტირებას, ამგვარი გამოცდილება კი, ემოციების მართვას, სწრაფად რეაგირებას და აუღელვებლად მოქმედებას გვასწავლის, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს თვითრწმენას აძლიერებს.

 

ახალი მეგობრები – რა თქმა უნდა, ძველ ნაცნობებთან მობეზრებულ ურთიერთობას, ყოველთვის ახალი მეგობრების შეძენა ჯობია, რომლებიც ახალი შთაბეჭდილებებით,  მრავალფეროვანი ინფორმაციით და ცოდნით გამდიდრებენ ჩვენს გამოცდილებას.

 

პოზიტიური ემოციები – უცხოელების სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი კეთილგანწყობა ყოველთვის პოზიტიური ემოციებით გვავსებს და ჩვენს გვიჩნდება სურვილი დავუბრუნოთ მასპინძლებს მადლიერებით სავსე, კეთილი ღიმილი.

ახლობლების დაფასება –  ჩვეულ გარემოს, ადამიანებს მონატრებული, უფრო მეტად ვაფასებთ ახლობლებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან ჩვენს დაბრუნებას, ჩვენ კი – მათთან შეხვედრას.

ახალი გამოცდილება – მნიშვნელობა არ აქვს ვაკეთებთ მოგზაურობისას, რადგან ყველაფერი ჩვენს გამოცდილებას ამდიდრებს, გონება აქტიურად მუშაობს, სასიამოვნო ემოციებით ვივსებით და სახლშიც ბევრად გამდიდრებული ვბრუნდებით. მთავარია, სამყაროს  „ფართოდ გახელილი თვალებით“ შევხედოთ, მივიღოთ ყველაფერი რასაც უცხო ქვეყანა გვთავაზობს და არ ვეცადოთ რეალობის ჩვენი კომფორტისთვის მორგებას.

ონლაინდამოკიდებულებისგან განთავისუფლება – მოგზაურობა საუკეთესო საშუალებაა  დავისვენოთ „ტექნოლოგიური მიღწევებისგან“. დაივიწყეთ კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, ისიამოვნეთ წამით და ნუ ეცდებით შთაბეჭდილებების „დოკუმენტურად“ დაფიქსირებას.

დრო საკუთარი თავისთვის – დაივიწყეთ ყველა პრობლემა და მიუძღვენით მოგზაურობა საკუთარ თავს. დაისვენეთ და აღიდგინეთ დაკარგული ენერგია, დაივიწყეთ შეზღუდვები და გაანებივრეთ საკუთარი თავი პატარა საჩუქრებით.

შთაბეჭდილებები – მოგზაურობიდან ყოველთვის ახალი გამოცდილებით, შთაბეჭდილებებით დატვირთული ვბრუნდებით და მხოლოდ ეტაპობრივად ვაცნობიერებთ რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ.

სასიამოვნო მოგონებები – გამოცდილი მოგზაურები მუდმივად ახლის ძიებაში არიან და არასდროს ჩერდებიან ერთ ადგილას, თუმცა ყოველთვის სასიამოვნოა ძველი თავგადასავლების გახსენება და სწორედ შეცდომების გათვალისწინებით ახალი მოგზაურობის დაგეგმვა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები