LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იყენებენ ინდურ მუსიკას ისლამისტების წინააღმდეგ

419

ბრიტანელი ჯარისკაცები ლიბიაში, ინდურ მუსიკას ექსტრემისტი ისლამისტების წინააღმდეგ იყენებენ. მებრძოლები ბოლივუდის ცნობილი ფილმებიდან სიმღერებს მანქანაში ხმამაღლა ჩართულს ტოვებენ.

ბრიტანელ ჯარისკაცებს ეს იდეა პაკისტანელმა ოფიცრებმა მიაწოდეს. მათი განმარტებით, ინდური სიმღერები ისლამისტებს აღიზიანებთ, რადგან, ზოგადად, მათთვის მუსიკა ანტი-ისლამურია. ეს იდეა პირველად ქალაქ სირტეში განახორციელეს. მებრძოლებმა 2 ცარიელი მანქანა ქალაქ სირტეს საზღვარზე დატოვეს. მანქანაში მუსიკა ბოლო ხმაზე იყო ჩართული.

როგორც გაირკვა, მსგავსი ხრიკებით, მებრძოლები ადგენენ ისლამისტების სამალავ ადგილებს, მათ სუსტ წერტილებსა და განსაზღვრავენ დროს, თუ რამდენ ხანში ახერხებენ ისლამისტები თავდასხმაზე გადმოსვლას.

პოპულალურები