LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მოუგო მექსიკამ გერმანიას: ნამდვილი ტრავმა და მთელი ქვეყანა ტელევიზორთან (ვიდეო)

58

ტუნისის ნაკრების მეკარე მუე ასანი მუნდიალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა. პორტუგალიასთან და თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრებში მან დაზიანების სიმულირება დაიწყო მზის ჩასვლის შემდეგ, რათა პარტნიორებისთვის წახემსების საშუალება მიეცა. ის თამაშები რამადანს დაემთხვა.
მაგრამ ბედმა მწარედ დასცინა. ინგლისთან მატჩის უკვე მე-15 წუთზე ტუნისელთა 23 წლის კიპერმა ნამდვილი ტრავმა მიიღო და აცრემლებული შესაცვლელი გახდა.

 

რუსეთში ჩასული ოთხი უცხოელი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაშია ეჭვმიტანილი და ისინი მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. მათი პირობები არ განსხვავდება სხვა დაკავებულთა ყოფისგან.
საუბარია მექსიკის სამ მოქალაქესა და ერთ ირანელზე. მეხიკოს მკვიდრ მარკო ანონიოს 8 ათასი დოლარის ქურდობაში ედება ბრალი.

 

ისლანდიელმა ანალიტიკოსებმა, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის სატელევიზიო აქტივობას აკვირდებიან, ფანტასტიურ ციფრებზე ილაპარაკეს. მათი ინფორმაციით, არგენტინასთნ მატჩის დროს ისლანდიელთა მხოლოდ 0.4% აკეთებდა რაღაც სხვა საქმეს, 99,6% კი ფეხბურთს უყურებდა.

 

მექსიკელი ფეხბურთელები გერმანიასთან სათამაშოდ გაციებულები გავიდნენ. მატჩამდე მექსიკის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი გრიპის ვირუსით დაავადდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მსოფლიო ჩემპიონების დასამარცხებლად.

შესაძლოა აი ამიტომ: ერთი მექსიკელი ასაკოვანი ქალბატონი მატჩის დაწყებამდე თავის პლაზმურ ტელევიზორს მიდგა და სათითაოდ ყველა ფეხბურთელს პირჯვარი გადასახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები