LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ სძინავს ბავშვს დღისით, ღამით კი, ფხიზლობს

142

საღამოს, როცა დაღლილს ერთი სული გაქვთ დაისვენოთ, თქვენი პატარა საკმაოდ მხნედ გამოიყურება, თამაში უნდა და საერთოდ არ აპირებს დაძინებას, სამაგიეროდ დღისით სძინავს ღრმად და სიამოვნებით. საინტერესოა, რა იწვევს დღის ძილიანობას და ღამის სიფხიზლეს?

 

* არასაკმარისი კვება – ბავშვის ცუდი ძილი მიზეზი თავისუფლად შეიძლება გახდეს შიმშილის გრძნობა. ყველაზე ხშირად ამგვარ პრობლემას ის პატარები აწყდებიან, ვინც დედის რძით იკვებება.

* ზედმეტი ენერგია – უძილობას ხშირად მოჭარბებული ენერგიაც იწვევს, როცა დღის დატვირთვა და ბავშვის აქტივობა არასაკმარისი ან არასწორადაა გადანაწილებული.

* გადაღლილობა – ღამის უძილობის ერთ-ერთი მიზეზი, რომლიც გაგება ძალიან უჭირთ უფროსებს, თავისუფლად შეიძლება იყოს ჭარბი მოქანცულობა ანუ სტრესი.

* ძილისთვის ნაკლებად კომფორტული პირობები – უძილობის მიზეზი ხდება ოთახი, სადაც ნაკლებად აღწევს დღის სინათლე და თქვენი პატარაც მაშინაა მოთენთილი, როცა წესით მხნედ უნდა იყოს, საღამოს კი, პირიქით – მის ძილს ქუჩის ფარნები, სარეკლამო აბრები ან სახლის განათება აფრთხობს.

* დღის არასწორი რეჟიმი – ღამის უძილობის კიდევ ერთი პრობლემა დღის ძილია, არაა გამორიცხული საღამოს აგზნება დღის ძილის გამოტოვებამაც გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები