LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უჭირთ ადამიანებს ერთმანეთისთვის თვალებში ყურება

1133

მეცნიერებმა სცადეს გაერკვიათ, თუ რატომ უჭირთ ადამიანებს თვალებში ყურება. იაპონელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ თვალის არიდება აუცილებლად სიცრუის მაჩვენებელი არ არის და შესაძლოა სრულიად სხვა მიზეზით აიხსნას. ერთ-ერთი ახსნა კი საკმაოდ მარტივია.

თანამოსაუბრისთვის თვალის თვალში გაყრა ყურადღების გაფანტვას იწვევს და პასუხის მოფიქრება ბევრად უფრო რთული ხდება.

როგორც წესი, ტვინი ვიზუალურ და აზრობრივ ინფორმაციას ცალ-ცალკე ამუშავებს და ორივეს ერთად კეთება ორმაგ ძალისხმევას საჭიროებს, ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა უპირატესობას თვალის არიდებას და პასუხის მოფიქრებას ამჯობინებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები