LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უჭირთ მარტოხელა ადამიანებს თანამგზავრის პოვნა

968

დღეს ქალების უმრავლესობა თავს არიდებს სერიოზულ ურთიერთობებს და პირად ცხოვრებაზე ფიქრს კარიერაზე ზრუნვას ამჯობინებს. რეალურად კი არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მარტოხელა ადამიანებს თანამგზავრის ძიებაში დაბრკოლებას უქმნის.

6 მიზეზი, რატომ უჭირთ მარტოხელა ადამიანებს თანამგზავრის პოვნა:

  • პასუხისმგებლობის შიში

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანთან ურთიერთობას იწყებს, საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებს. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი თანამგზავრი, ის თქვენგან ურთიერთობის კონკრეტულ მოდელს მოითხოვს. ეს ეხება ყოველდღიურ ურთიერთობას, ემოციას, გრძნობების გამოხატვას და სხვა. ბევრი ადმიანი ამისთვის უბრალოდ არაა მზად.

  • სიზარმაცე

ცნობილია, რომ ზარმაც ადამიანებს ასევე არ უმართლებთ პირად ურთიერთობებში. ეს ეხება მათაც, ვინ აქცენტს სრიოზულ ურთიერთობაზე აკეთებს და მათაც, ვინც მხოლოდ დროებით თავგადასავალს ეძებს. ნებისმიერ შემთხვევში ურთიერთობა მოითხოვს ძალისხმევას. ესაა მაკიაჟი, თავის მოვლა, მუდმივად ფორმაში ყოფნა, საჩუქრები და სხვა აქტივობები. ზედმეტად გადატვირთულ ადამიანებს დრო ამისთვის არ რჩებათ.

  • მითები ადამიანებზე

მითები მყარი ურთიერთობის კიდევ ერთი მტერია. მამაკაცებს ძალიან ეშინიათ აქტიური ქალების. მათ ჰგონიათ, რომ ისინი მაშინვე პრეტენზიებით მოაბეზრებენ თავს. ქალებს კი ჰგონიათ, რომ მამაკაცი ყოველთვის იდეალური უნდა იყოს და აქ რეალობასთან შეჯახებას ბევრი ვერ უძლებს.

  • ფული

მატერიალური პრობლემები ურთიერთობებს ასევე ხელს უშლის. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ურთიერთობის საწყის ეტაპზე, როცა ადამიანები საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებენ. ეს ეხება რესტორანში საყვარელი ადამიანის დაპატიჟებას, გასეირნებას, საჩუქრებს და ა.შ

  • თავისუფლების სიყვარული

ადამიანებს უყვართ თავისუფლება და თუ ისინი დიდი ხანია მარტო არიან, ეს სიყვარული კიდევ უფრო მყარდება. შესაბამისად, უცხო ადამიანის გამოჩენა ცხოვრებაში ჰარმონიის დარღვევასთან ასოცირდება, რაც ბევრში დისკომფორტს იწვევს.

  • იმედგაცრუების შიში

ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებში ერთხელ მაინც განუცდია იმედგაცრუება. ბევრი ამას გაგებით ხვება, ზოგიც დეპრესიაში ვარდება და ახალი ურთიერთობების დაწყებას აღარც ფიქრობს. ამდენად წარსულში ცუდად დასრულებული ურთიერთობა კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც შესაძლოა მომავალში მარტოობის მიზეზი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები