LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა დავაძინოთ ბავშვი 21 საათზე

83

ყველას გაგვიგია ბავშვობაში ფრაზა : „9 საათია, ბავშვების ძილის დროა!“

ჩვევები ეტაპობრივად იცვლება, არა მხოლოდ უფროსების, არამედ ბავშვების შემთხვევაშიც. თუ ადრე საღამოს 9 საათზე უკვე ლოგინში ვიწექით, თანამედროვე ბავშვებს ამ დროს საღამურის ჩაცმაზეც ვერ დაითანხმებთ.

ბავშვი უნდა მივაჩვიოთ ადრე დაძინებას. ეს აუცილებელია, რადგან ზრდის ჰორმონი გამომუშავდება ძილის მეოთხე სტადიის დროს, ანუ დაახლოებით 00:30 საათზე, თუ ბავშვს ზუსტად 21 საათზე დავაძინებთ. გვიან დაძინების შემთხვევაში კი მას ნაკლები დრო დარჩება აღნიშნული ჰორმონს გამოსამუშავებლად, რაც მის ზრდაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

ამასთან, ექსპერიმენტების მიხედვით, ძილის სწორი რეჟიმის მქონე ბავშვები მეცადინეობის დროს უფრო კონცენტრირებულები არიან და მასალას უკეთ იმახსოვრებენ. ასეთ ბავშვებს ალცჰეიმერის განვითარების ნაკლები რისკიც აქვთ, რადგან, როგორც ექიმები ამბობენ, მხოლოდ ორი რამ არის ალცჰეიმერის სავარაუდო პრევენცია – კარგად ძილი და ფიზიკური ვარჯიში.

სცადეთ, შეცვალოთ ბავშვის რეჟიმი. ნუ ჩაურთავთ საღამოს ელექტრონულ მოწყობილობებს, ნუ გადაუღლით გონებას ინტელექტუალური თამაშებითაც, დააწვინეთ ადრე და მშვიდი, ძილის წინ წასაკითხი ზღაპრებით გაართეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები