LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უყვართ ჭკვიან ადამიანებს სარკაზმი

2197

ბევრის აზრით, სარკაზმი სხვების გამოწვევით საკუთარი თავის დაცვის მცდელობაა. თუმცა, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სარკასტული ხუმრობის მოყვარულები ჭკვიანი და ენამახვილი ადამიანები არიან.

მაშ ასე, რატომ უყვართ ჭკვიან ადამიანებს სარკაზმი

* სარკაზმი ადამიანის შეცნობის საუკეთესო საშუალებაა

ხაიფას უნივერსიტეტის ფსიქოლოგების განცხადებით, „უნარი გამოვიცნოთ სხვების გრძნობები და ემოციები, პირდაპირაა დაკავშირებული სარკაზმთან”, ამიტომ არ ღირს სარკასტული ადამიანის მოტყუება, რადგან ეს იგივეა, რაც გქონდეთ ურთიერთობა ექსტრასენსთან.

* სარკაზმი – გამჭრიახი გონების მანიშნებელია

კვლევებმა დაამტკიცეს, რომ სარკაზმს მაქსიმალურად აქტიური გონებრივი მუშაობა ჭირდება. გამომდინარე აქედან, სარკასტული ადამიანების გონება ბევრად სწრაფად და უკეთესად მუშაობს.

* სარკასტული ადამიანები მარტივად წყვეტენ პრობლემებს

სარკასტული ადამიანის გონება ყოველთვის სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ გამოსავალს რთული სიტუაციიდან, სხვებზე სწრაფად პოულობს.

* მათ კარგად გამოსდით ურთიერთობა

მაკალისტერის უნივერსიტეტის ლინგვისტის განცხადებით, თანამედროვე საზოგადოების მთავარი სასაუბრო ენა სწორედ სარკაზმია. სარკასტული ადამიანები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან, მათთან ურთიერთობა კი, არასდროსაა მოსაწყენი.

* სარკაზმის მოყვარული ნამდვილი ”კერკეტი კაკალია”

სარკასტული ადამიანი საკმაოდ გონიერია, რათა ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოს. მას შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ დარტყმას და თავადაც ყოველთვის შეტევაზე გადადის. ასე რომ მისი წარმოდგენა მსხვერპლის როლში პრაქტიკულად შეუძლებელია.

* სარკაზმი გონების გაჯანსაღებას უწყობს ხელს

კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოგების განცხადებით, თუ ადამიანს არ შეუძლია სარკასტული პასუხის გაცემა, ე.ი. მის გონებაში არაჯანსაღი პროცესებია დაწყებული. ივარჯიშეთ სარკასტულ გამონათქვამებში და თქვენი გონება ყოველთვის ჯანმრთელი იქნება!

* სარკასტული მოაუბრე სხვების გონებას ავითარებს

გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, სარკაზმის მოყვარულები მათზეც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ. გამომდინარე აქედან, რაც უფრო დიდ დროს გაატარებთ სარკასტულ ადამიანთან, მით უფრო სწრაფად იმუშავებს თქვენი გონება.

* სარკაზმის ოსტატებს ერთი სიტყვით შეუძლიათ ადამიანის ნოკაუტში ჩაგდება

სიტყვიერ ბრძოლაში სარკაზმის მოყვარულებს ბადალი არ ჰყავთ. ის კი, ვინც მათ განაწყენებას გაბედავს, ძალიან ინანებს, რადგან ხშირად, სიტყვა მუშტზე მტკივნეულია.

* მათ სხვების გაბრაზებაც შეუძლიათ და გამხიარულებაც

სარკასტული ადამიანის ნათქვამი თავიდან ღიმილს იწვევს და მხოლოდ მერე ვხვდებით, რომ ტაქტიანად დაგვცინეს.

* მათ ჰყავთ მეგობრები, რომელთაც ისინი გულწრფელად უყვართ

სარკაზმი – ნამდვილი მეგობრობის გამოცდის საუკეთესო საშუალებაა, რადგან ყველა ვერ უძლებს მუდმივ ”კბენას” და ირონიულ შენიშვნებს. მართალია, სარკასტულ ადამიანთან მეგობრობა არც ისე მარტივია, მაგრამ, დროთა განმავლობაში ეჩვევი და თავადაც კარგად იწაფებით ენამახვილობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები