LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვართ დეპრესიულები წვიმიან და მოღრუბლულ დღეებში

52

ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მზის შუქი, ამის შესახებ მეცნიერები აცხადებენ. მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ მზის ნათება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. როდესაც მზეზე რამდენიმე საათს ვატარებთ, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება, ღრუბლიან დღეებში კი, შესაძლოა, სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევაც განვითარდეს.

კვლევამ აჩვენა, რომ სტრესულ სიტუაციებს ადამიანები ზაფხულში უკეთესად უმკლავდებიან, ვიდრე ზამთარში. ამასთან, ზამთრის დასაწყისში უმეტესი ჩვენგანი თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე ბოლოსკენ, რადგან ფსიქიკა თანდათანობით სულ უფრო იძაბება.

ამასთან, წვიმიან დღეს ადამიანები დეპრესიისკენ უფრო მიდრეკილები არიან, რასაც მზის სხივების ნაკლებობა იწვევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები