LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვიკლებთ წონაში მოგზაურობის დროს?

123

წონის დასაკლებად და იდეალური ფიგურის გამოსაძერწად, სულაც არაა აუცილებელი ინტენსიური ვარჯიშები, საკმაარისია აირჩიოთ მარშრუტი და გაემგზავროთ მოგზაურობაში.

 

სტრესი

მოგზაურობის დროს სტრესული სიტუაციები ყოველთვის ბევრია. მაშინაც კი, თუ თვითმფრინავიდან გადმოსული მთელი საათი ეძებდით აეროპორტიდან გასასვლელს, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ სასარგებლოდ იმოქმედებს თქვენს ფიგურაზე. მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ სტრესი ხელს უწყობს კალორიების დაწვას. ასე რომ, სანამ სასტუმრომდე მიაღწევთ, რამდენიმე კილოგრამსაც უმტკივნეულოდ დაიკლებთ.

thumb_47519_material_big

მღელვარება

რა თქმა უნდა, მოგზაურობაში მღელვარება მხოლოდ სასიამოვნო უნდა იყოს, მაგრამ თუ გზა აგებნათ ან რამდენიმე ასეული ევრო დაგრჩათ სახლში, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ უარყოფითი ემოციები საკმაოდ დადებითად იმოქმედებენ თქვენს წონაზე.

thumb_47517_material_big

ცნობისმოყვარეობა

უცნობი ადგილები მოგზაურებში ყოველთვის ცნობისმოყვარეობას აღვიძებენ, რაც აუცილებლად გაიძულებთ დილას ადრე გაიღვიძოთ და მთელი დღეები ქუჩებში იხეტიალოთ. ერთი შეხედვით განსაკუთრებული ამაში არაფერია, მაგრამ სწორედ ასეთი უმიზნო ხეტიალი უწყობს ხელს წონაში ეფექტურ დაკლებას.

thumb_47520_material_big

გზის დაკარგვა

უცნობ ქალაქში ნებისმიერ შემთხვევაში დაკარგავთ გზას და სანამ საჭირო შესახვევის ძებნაში, უკან დაბრუნდებით და გააკეთებთ რამდენიმე წრეს, დარწმუნებული იყავით რამდენიმე ათეულ კალორიასაც თავისუფლად მოიშორებთ.

thumb_47521_material_big

საკვები

იტალიაში მოგზაურობისას, ყოველი ქუჩის კუთხეში პიცის მირთმევის სიამოვნება გელით, რა თქმა უნდა, ვერაფრით დაგეხმარებათ, მაგრამ თუ ეგზოტიკურ ქვეყანაში, მაგალითად ინდოეთსა ან ნეპალში ე.წ. ”სთრითფუდს” დააგემოვნებთ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ წონაში არა ადგილობრივი პროდუქტების დაბალი ხარისხის დახმარებით, არამედ საკუთარი კონსერვატიზმის წყალობით დაიკლებთ. თუ გადაწყვიტავთ, რომ ადგილობრივი საკვები მეტად უცნაურად გამოიყურება და არომატიც განსხვავებული აქვს, თქვენ ავტომატურად შეამცირებთ საკუთარ კვების რაციონს.

thumb_47523_material_big

ალკოჰოლი

მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და პოზიტიური ასპექტი – მავნე ჩვევებზე უარის თქმაა. შესაძლოა, პარადოქსალად მოგეჩვენოთ, მაგრამ სახლისგან შორს ძალიან ცოტას უჩნდება ალკოჰოლის მიღების სურვილი. როგორც წესი, მოგზაურთა უმრავლესობა უცნობ ადგილებში გარკვეულ დისკომფორტს განიცდის და ”ზედმეტის მიღებისგანაც” იკავებს თავს, რაც სხვათაშორის მხოლოდ დადებითად იმოქმედებს როგორც თქვენს ჯანმრთელობაზე, ისე საფულეზე.

thumb_47524_material_big

ფინანსები

ფიქრი, თითქოს მოგზაურობაში ფინანსების დაზოგვას შეძლებთ გულუბრყვილობაა. თუმცა, საკვებსა და კოქტეილებზე ფულის ეკონომიით სერიოზულ სამასახურს გაუწევთ საკუთარ ფიგურას. მსუყე საუზმე და დღეში რამდენჯერმე წახემსება – პრაქტიკულად ნებისმიერი დიეტის იდეალური ვარიანტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები