LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომაა სახიფათო „ხუთოსნის სინდრომი“?

415

რა თქმა უნდა, ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი და ზრდილობიანი იყოს. თუმცა, საინტერესოა რამდენად მართებულია ამგვარი მსჯელობა და როგორ ადამიანებად იზრდებიან პატარა პერფექციონისტები?

შეუძლებელია არ გიხაროდეს შვილის წარმატება, განსაკუთრებით თუ ის დიდი შრომითაა მიღწეული. თუმცა, არსებობს მშობლების კატეგორია, რომლებიც თვლიან, რომ შვილის ცხოვრებაში მხოლოდ წარმატება უნდა იყოს და წარმოდგენა არ აქვთ, რომ  ამგვარი დამოკიდებულება თავისუფლად შეიძლება გახდეს „ხუთოსნის სინდრომის“ განვითარების მიზეზი.

რას ნიშნავს ხუთოსნის სინდრომი? – ამგვარი სინდრომი ფსიქოლოგიური დაავადებების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ვითარდება და ყალიბდება, უფრო სწორედ მას მშობლები ავითარებენ ბავშვის დაბადებისთანავე და თუ პატარა ამგვარი სინდრომისკენაა მიდრეკილი, მაშინ ის განსაკუთრებით მწვავედ სკოლის ასაკში ვლინდება.

„ხუთოსანი“ დარწმუნებულია, რომ მხოლოდ თეთრი და შავი, უმაღლესი შეფასება და სხვა ნიშნები, თავბრუდამხვევი წარმატება და სრული კრახი არსებობს. ამგვარი ადამიანების ცხოვრება ერთგარ რბოლას ემსგავსება, ერთადერთი საზრუნავი კი, პერფექციონიზმი და პრიზებისთვის ბრძოლა.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი ხუთოსნის სინდრომითაა დაავადებული?

  1. მას არ იზიდავს სწავლის პროცესი, მისთვის მთავარი შედეგია.
  2. სწავლის სასარგებლოდ უარს ამბობს გართობაზე და მეგობრებთან ურთიერთობაზე.
  3. ნებისმიერი მარცხი მისთვის კატასროფას ემსგავსება და აუცილებლად ცრემლებით და განცდით, სტრესით და მსგავსი სიტუაციის განმეორების შიშით მთავრდება.
  1. ვერ იტანს და არასდროს იღებს კრიტიკას.
  2. არასდროს უთანაგრძნობს დამარცხებულს და ყოველთვის ახარებს სხვისი წარუმატებლობა.

ერთი შეხედვით, პირველობისკენ სწრაფვაში ცუდი არაფერია, ამიტომ ჩნდება კითხვა – რა საჭიროა მასთან ბრძოლა, პირველობის სურვილი ხომ წარმატების მიღწევაში გვეხმარება? თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არაა. თუ სკოლაში „ხუთოსანი“ ახერხებს კარგი ნიშნების მიღებას და ყველა სურვილის რეალიზებას, მაშინ ზრდასრულ ცხოვრებაში აუცილებლად გაუჭირდება და ნამდვილი პრობლემები დაეჯახება.

რა პრობლემა უჩნდება ზრდასრულ „ხუთოსანს“?

  1. თვითშეფასების პრობლემა, რომელიც ერთდროულად გადაჭარბებულიც (როცა ადამიანს

ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ყველას ზევიდან უყურებს, ზედმეტად

ამაყი და ამბიციურია) შეიძლება იყოს და მკვეთრად შემცირებულიც (როცა ადამიანი

კარგავს თვითრწმენის, ეშინია ცვლილებების, კმაყოფილდება დაბალი სტატუსით და

ურთოერთობას უიღბლო ადამაინებთან ამჯობინებს).

  1. ემოციონალური არასტაბილურობა განსაკუთრებით გოგონებში ვლინდება. განწყობის

ხშირი ცვლილება, დეპრესია, უძილობა, შფოთვა და გაღიზიანება – ყველაფერი ეს

პერფექციონიზმის შედეგია. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში ემოციონალური

არასტაბილურობა ნევროზის და ხშირად სუიციდის მიზეზიც ხდება.

  1. იმედგაცრუება „ხუთოსანს“ არ აძლევს შეცდომის დაშვების უფლებას, რაც მთავარია, არა

მხოლოდ მას, არამედ მის ახლობლებსაც. ის სწრაფად კარგავს წარუმატებელი ადამიანის

მიმართ ინტერესს და არასდროს აძლევს მათ შეცდომის გამოსწორების საშუალებას.

რთულად პოულობს მეგობრებს, ყოველთვის ცუდი ურთიერთობა აქვს კოლეგებთან და

ოჯახის წევრებთან. „ხუთოსანს“ ყველაფერი, მათ შორის მეუღლეც საუკეთესო უნდა

ჰყავდეს და რადგან იდეალური ადამიანები არ არსებობენ, პერფექციონისტები მთელი

ცხოვრება მარტო რჩებიან.

  1. აუხდენელ ოცნებების მსხვერპლი ხშირად „ხუთოსნის“ შვილები ხდებიან, რადგან თუ

პერფექციონისტი თავდ ვერ აღწევს წარმტებას, თვითრეალიზებას ყოველთვის საკუთარ

შვილებში ცდილობს.

როგორ დავიცვათ ბავშვი“ ხუთოსნის სინდრომისგან“?

  1. ნურასდროს შეადარებთ სხვა ბავშვებს, ყოველთვის გაუსვით ხაზი, რომ ადამაინები

განსხვავდებიან და ყველას თავისი ნაკლი და ღირება აქვს.

  1. ნურასდროს დასაჯით ცუდი ნიშნებისთვის. პირიქით, აუხსენით, რომ ერთი შეცდომა ჯერ

კიდევ არ ნიშნავს დამარცხებას.

  1. მოუწონეთ კონკრეტული საქმეები და ნურასდროს შეაქებთ ზედმეტად, რადგან სხვა

შემთხვევაში სკოლაშიც გაუჭირდება და ზრდასრულ ცხოვრებაშიც, როცა იძულებული

გახდება იბრძოლოს საკუთარი წარმატებისთვის.

  1. არა საჭირო ერთდროულად მიაბაროთ ყველა წრესა და სექციაში. რა თქმა უნდა, კარგია,

როცა ბავშვი გატაცებულია და ყოველთვის შეუძლია დამატებითი ცოდნის შეძენა, თუმცა

სწავლა მისთვის სიამოვნება უნდა იყოს და არა ტანჯვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები