LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა ახალი ოკუპაციაა – სოზარ სუბარი

30

„ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში, ოკუპაციას წერტილი დაესვა 2008 წელს – ამას ვივიწყებთ და რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა ახალი ოკუპაციაა,“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაცია უკვე მოხდა, რუსეთი არის ოკუპანტი და რომ დასრულდეს, საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დასავლური სამყაროს ღირსეული წევრი გახდება.

„მეორე გზა არის, გვქონდეს უფრო მეტი ატომური ბომბი, გვყავდეს უფრო მეტი ტანკი, გვყავდეს უფრო მეტი თვითმფრინავი, ვიდრე რუსეთს და ძალით დავიბრუნოთ – ეს ვერ მოხდება და არ მოხდება. ამიტომაც, როდესაც საუბარია საზღვრის გადმოწევაზე 200 მეტრით, 700 მეტრით, 10 ჰექტარით თუ 15 ჰექტარით, ეს გადმოწეულია რამდენიმე ათეული კილომეტრით 2008 წლის შემდეგ. ოკუპაცია უნდა დავასრულოთ და ვსაუბრობთ არა მეტრებზე, არამედ ვლაპარაკობთ მთლიანად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე, რომლის საზღვრები აღადგინა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომის წინ. ვლაპარაკობთ მთლიანად აფხაზეთზე, თავის კოდორის ხეობიანად, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა რუსეთს 2008 წელს, მანამდე შეინარჩუნეს იქაურმა მცხოვრებელმა კოდორელებმა. ეს უნდა დამთავრეს და ყოველი ბანერის დასმით რამე ახალი თვისობრივად არ იცვლება. ჩვენ გზა არის ჩვენი ინტეგრაცია ევროპაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერება, დემოკრატიის გაძლიერება, რომ ერთ მშვენიერ დღეს დადგეს დრო, როდესაც აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც გამთლიანდა გერმანია“, – განაცხადა სუბარმა.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება ყოველდღიურად ხდება.

„ამაზე მეტს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გამოვა ახლა რომელიმე ევროპული ქვეყანა, დააჭერს ღილაკს ხელს და ატომურ რაკეტას გაუშვებს, ეს არ მოხდება. მაქსიმალური მუშაობა მიმდინარეობს ყოველდღიურად. რაც შეეხება საზღვრების გადმოწევას, აქ ლაპარაკი არ არის მეტრებზე, ლაპარაკია ათეულობით ათას კვადრატულ კილომეტრზე“, – განაცხადა მინისტრმა.

პოპულალურები