LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე მუშაობენ ერთად სალომე გოგიაშვილი და ია ფარულავა (ფოტო)

563

ია ფარულავამ ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის და სალომე გოგიაშვილი ერთად არიან გადაღებულები. ფოტოს ასეთი წარწერა აქვს – „მე და სალომე ვმუშაობთ! იწყება! მაგრამ რა იწყება, ჯერჯერობით საიდუმლოა, ფოტო პაპარაცული კახა მიქიაშვილისა“.

Fortuna.ge სალომე გოგიაშვილს დაუკავშირდა, რათა მისგან ამ პროექტის შესახებ მეტი შეეტყო. სალომემ გვითხრა, რომ მუშაობა მართლაც მიმდინარეობს, თუცმა ჯერ საიდუმლოდ დატოვა, კონკრეტულად რა პროექტზეა საუბარი.

როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, სალომეს პროექტი ინტერნეტს უკავშირდება და მისი დეტალები მალე გახდება ცნობილი.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები