LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები – როგორ დავძლიოთ სიზარმაცე

წარმატება და წარუმატებლობა თქვენს უნარებზე, სურვილებზე, მონდომებაზე, შრომისუნარიანობასა და კრეატიულობაზეა დამოკიდებული!

სიზარმაცე ეს არის დიაგნოზი, რომლის მკურნალობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის და სურვილების პატივისცემის გააზრება და მასში დარწმუნებაა. გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს და წარმოიდინეთ ორი ვარიანტი:

1.ცხვირჩამოშვებული, უმოტივაციო, მოწყენილი, წარუმატებელი, უპერსპექტივო

2.სიცოცხლით სავსე, წარმატებული, პერსპექტიული, მოტივირებული, თავდაჯერებული

არჩევანი უალტერნატივოა-მას შემდეგ რაც ტრანსფორმაციას გადაწყვეტთ პირველ რიგში სწორად გადაანაწილეთ დრო, დააორგანიზეთ დღის რეჟიმი და ყოველდღიურად დაუწესეთ საკუთარ თავს ”პროგრამა მაქსიმუმი”. არ დაიზაროთ იყოთ წარმატებული, შემდგარი და ბედნიერი. გახსოვდეთ  სიტყვა ”მეზარება” თქვენი უნარების პარალიზების საწყისია.

  1. საქმეს მიუდექით არა როგორც გარდაუვალი ვალდებულება არამედ როგორც სასიამოვნო სურვილი რაიმე კარგის კეთების
  2. რთული სამუშაო დაყავით ეტაპებად, თითოეული შესრულებული ნაწილი სტიმულის მომცემი გახდება
  3. თავიდანვე ნუ მოინდომებთ საქმის იდეალურად შესრულებას, დაიწყეთ მონახაზით, განავრცეთ ”შავი ვარიანტით” რომლის შესწორებას ნებისმიერ ეტაპზე შეძლებთ

დაიცავით ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება განტვირთვა რათა საქმე რუტინად არ ექცეს. დაგეგმეთ დრო სწორად, ნუ გადადებთ შესასრულებელ სამუშაოს დასვენების დღეებისთვის, მათ მოახლოებასთან ერთად ხასიათი გაგიფუჭდებათ, რადგან გაიაზრებთ რომ დასვენებას ვერ ახერხებთ, ძალით შესრულებული სამუშაო კი გაცილებით მეტ დროს მოითხოვს ვიდრე ჩვეულებრივად და ხშირად არც ისე ხარისხიანია.

არ შეგაშინოთ წინააღმდეგობებმა, ნებისმიერი საქმე დასაწყისში რთული გვეჩვენება, მაგრამ დროთა განმავლობაში მიღებული დადებითი შედეგი და ცხოვრების ხარისხის ამაღლება ჩვენი არჩევანის სისწორეში გვარწმუნებს და უკან დახევის და სიზარმაცის მორევში ჩათრევის საშუალებას არ გვაძლევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები