LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები – როგორ მივიღოთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების თანმდევი პროცესია, იქნება ეს ცხოვრებისეული თუ საქმესთან დაკავშირებული. გადაწყვეტილების მიღება ერთგვარად დილემის წინაშე დგომაა, არჩევანს ვაკეთებთ მინიმუმ ორ ან მეტ შესაძლო ვარიანტს შორის და ველოდებით შედეგს. ხშირია როდესაც გავურბივართ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, რაც თავდაცვის ინსტიქტია, მაგრამ „გადაწყვეტილების მიღების შიში“ დასაძლევი და დაძლევადი ფობიაა.

სწორი გადაწყვეტილების მიღების არაერთი წესი, რჩევა თუ მზა რეცეპტი არსებობს. ამჯერად რამდენიმე ნაცად ხერხს შემოგთავაზებთ, რაც ალბათ აქამდეც გსმენიათ, მაგრამ პრაქტიკაში არ გამოგიყენებიათ.

 

გახსოვდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, განსაზღვრეთ შესაძლებლობები და გააკეთეთ პროგნოზი, ამისათვის კი დაგჭირდებათ:

  1. ყველა სახის ხელმისწვდომი ინფორმაციის განსაზღვრა
  2. გამოცდილების და ცოდნის შეჯერება
  3. შესაძლო შედეგების შეფასება
  4. ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვეტილების შეცვლის მზადყოფნა
  5. თუ არჩევანმა არ გაამართლა ალტერნატიული ვარიანტის განხილვა

კრიტიკული აზროვნება – არის უნარი, რაც დაგეხმარებათ ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასოთ ყველა ზემოჩამოთვლილი პუნქტი. კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნება გადაწყვეტილებას მიზნებისა და ღირებულებების გათვალისწინებით იღებს, ისმენს რჩევას, ითვალისწინებს სხვის გამოცდილებას, მაგრამ ბრმად არასოდეს ენდობა სტატისტიკას.

გადაწყვეტილების მიღება – პროცესია, აუცილებელია დავიცვათ ოქროს შუალედი, ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა გაუაზრებელი აღმოჩნდეს, მაგრამ ნურც ძალიან გააჭიანურებთ არჩევანის გაკეთებას (დაგვიანებულად მიღებული სწორი გადაწყვეტილება არის შეცდომა – ლი იაკოკა).

შედეგების მოლოდი – ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღების შემდგომი ეტაპია, გადაწყვეტილება კი სწორად და საუკეთესოდ იმ შემთხევაში ჩაითვლება თუ შედეგი გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებლიანია. მოკლევადიანმა სარგებლობამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ, იფიქრეთ მასშტაბურად.

”კი თუ არა”, ”გავაკეთო თუ არ გავაკეთო”, ”ეს თუ ის” – კითხვებია, რომელიც მუდმივად გიტრიალებთ თავში გადაწყვეტილების მიღებამდე, მთავარია უკან არ დაიხიოთ, შიშმა არ გძლიოთ და მიხვიდეთ შედეგამდე – რაც ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებაა!  ნუ ეძებთ სრულყოფილებას, თუ შეგეშალათ, აღიარეთ, ეძიეთ ოპტიმალური გამოსავალი და გააკეთეთ რეალური არჩევანი!

სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარის ქონა ეს უკვე წარმატებაა!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები