LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძე, ყველი და გირჩი – ჯაფარიძის მორიგი პროვოკაციული ვიდეო

128

“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურა ჯაფარიძე, მორიგ პროვოკაციულ და სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც არჩევნების მეორე ტურს ეხება.

ვიდეოს სიუჟეტი საკმაოდ ლაკონურია და ასე ვითარდება: მაგიდაზე დაწყობილ რძეს, ყველსა და გირჩს, ჯაფარიძე ალაგებს და მიდის, ეკრანზე კი ტელევიზორში მყოფი ორი დაპირისპირებული საპრეზიდენტო კანდიდატი რჩება.

ვიდეოს ათასობით გაზიარება და ათიათასობით მოწონება აქვს, როგორც ჩანს “რძისა და ყველის” ხუმრობა, ჩვენთან ყველას კარგად ახსოვს.

შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც 25 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. “გირჩმა” არჩევნებში მონაწილეობა პირველად მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა. ზურაბ ჯაფარიძეს 36 023 (2.26 %) ამომრჩეველმა მისცა ხმა.

მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დარჩნენ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურის თარიღად 2 დეკემბერს განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები