LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალი და ბარსელონა ყველა დროის ჩემპიონთა ლიგას ლიდერობენ

45

მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიის სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან.
ესპანური გრანდები ლიდერობენ ლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბების ჩამონათვალს საერთო მონაგარის მიხედვით. ცხრილში, რომელშიც გათვალისწინებულია გუნდების შედეგები (2 ქულა მოგებისთვის, 1 ფრისთვის), მადრიდელები კატალონიელებს 5 ქულით უსწრებენ (319 ქულა 314-ის წინააღმდეგ). მესამე ადგილზეა მიუნხენის „ბაიერნი“ (284).

37-გუნდიან ცხრილში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სამი კლუბი მოხვდა: კიევის „დინამო“ – 21-ე ადგილი (85 ქულა), „შახტარი“ – 26-ე (65), მოსკოვის „სპარტაკი“ – 30-ე (57).

„რეალი“ – ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია, ეს ტურნირი „სამეფო კლუბმა“ 11-ჯერ ოიგო.
„ბარსელონა“ ტიტულის 5-გზის მფლობელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები