LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალი მსოფლიოში საუკეთესოა: რონალდომ სამეფო კლუბი მწვერვალზე დატოვა

83

მადრიდის “რეალი” ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ლიბერტადორესის თასის მფლობელი, ბრაზილიის “გრემიო” – 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი კრიშტიანო რონალდომ ზუსტი საჯარიმოთი გაიტანა. “რეალს” უდიდესი უპირატესობა ჰქონდა მატჩში – 20-ჯერ დარტყმა და შვიდჯერ ზუსტად. “გრემიოს” კი ერთადერთი დარტყმა ჰქონდა და ისიც, არაზუსტი.

რონალდო ფინალის MVP გახდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი, “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი აღიარეს. ვერცხლის ბურთი მიიღო რონალდომ, ბრინჯაოსი – “პაჩუკას” ნახევარმცველმა ურეტავისკაიამ​.

“რეალი” გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო საკლუბო მუნდიალი. მოგებების საერთო რაოდენობით, მადრიდული კლუბი გაუთანაბრდა “ბარსელონას”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები