LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალის 5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც პრემიერლიგიდან მივიდნენ

176

მადრიდის „რეალი“ ყოველთვის საუკეთესოებს ყიდულობდა და ალბათ ყველა პატარას ოცნებობს ამ სუპერკლუბში მოხვედრაზე. ვარსკვლავების თაობები ერთმანეთს ენაცვლება, შემადგენლობა და მწვრთნელები მიდიან, მაგრამ მადრიდში ყოველთვის ყველაზე კარგები თამაშობენ.

საუკუნეების გზაგასაყარზე „რეალმა“ ფულის ხარჯვა ინგლისური პრემიერლიგის ვარსკვლავებზე დაიწყო. ტოპ 5 მოთამაშე, რომლებმაც წვიმიანი კუნძული მზიან მადრიდზე გაცვალეს…

 

სტივ მაკმანამანი

„ლივერპულში“ ჩატარებული 364 მატჩის (66 გოლი) შემდეგ სტივი „რეალში“ თავისუფალი ტრანსფერით გადავიდა.
1999 წელი „რეალისთვის“ ტროფეების მოპოვების სტარტი იყო. მადრიდმა მაგარი შემადგენლობა შეკრა – რაული, მორიენტესი, კასილიასი და გუტი, რომლებსაც დაემატნენ მაკმანამანი, ანელკა, სალგადო და ელგერა. შედეგი – ჩემპიონთა ლიგის მოგება.
სულ სტივმა ორი პრიმერა მოიგო, ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი.

დევიდ ბექჰემი

„გალაქტიკოსის“ ერა „მანჩესტერის“ ვარსკვლავის გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნებოდა. იმ დროისათვის ფანტასტიური 37.5 მლნ ევრო, 23-ე ნომერი, გენიალური საჯარიმოები, მაგრამ მინიმალური ტროფეები – ჩემპიონატში გამარჯვება და ერთი სუპერთასი.

კრიშტიანო რონალდო

ზედმეტი სიტყვების გარეშე – პორტუგალიელი კლუბის ლეგენდა გახდა. რა გააკეთა რონალდომ მადრიდისთვის, ამაზე წერა ნამდვილად ზედმეტია. 94 მლნ ევრო, ფანების ზღვა, თანამედროვე ფეხბურთის მორიგი სახის შეძენა, მეორე ჩარტერი მანჩესტერიდან.
რონალდო – ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული, უეფას სუპერთასის და ესპანეთის სუპერთასის ორჯერ მომგები, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული.

ლუკა მოდრიჩი

პირველი ვარსკვლავი, რომელიც ინგლისიდან მადრიდში მოკრძალებული თანხის სანაცვლოდ გადავიდა – 30 მლნ ევრო 2013 წელს უკვე დიდი თანხა აღარ იყო. მოდრიჩი პირველი ადამიანია, რომელიც მესი-რონალდოს ეპოქაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ფანტასტიური გამთამაშებელი, მოკრძალებული ადამიანი და ერთ-ერთი საუკეთესო ათიანი კლუბის ისტორიაში.
ლუკა ოთხჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ერთი ტიტული ჩემპიონატში, ერთი თასი, ორი სუპერთასი, სამი უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი.

გარეთ ბეილი

ფლორენტინო პერესის ერაში ბოლო ზეძვირი შენაძენი. უელსელი „რეალის“ 101 მლნ ევრო დაუჯდა, ხოლო მისი მაკრატელა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად მიიჩნევა მთელ ტურნირის ისტორიაში.
ბეილის ანგარიშზეა ერთი მოგება ჩემპიონატში, ერთი ქვეყნის თასი, ერთი სუპერთასი, ოთხი ჩემპიონთა ლიგა, უეფას ორი სუპერთასი და სამი გამარჯვება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.

პოპულალურები